ua-football: ცეცაძე "ლვოვში" რამდენიმე ქართველს წაიყვანს

AutoSharing Option
როგორც უკრაინული გამოცემა ua-football-ი ჟურნალისტ ოლეგ ბარკოვზე დაყრდნობით წერს, "ლვოვი" ბრაზილიური ვექტორის უფრო მეტად ტრადიციული გზით შეცვლას აპირებს.

კლუბის მფლობელი ბოგდან კოპიტკო "ლვოვის" ბრაზილიური ვექტორით უკმაყოფილოა, რადგან ამ არჩევანმა გუნდს არც სპორტული და არც ფინანსური დივიდენდები არ მოუტანა.

წყაროს ცნობით, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ვილიამ როშა ბატისტამ "ლვოვი" უკვე დატოვა და მას სერგეი ატელკინი ჩაანაცვლებს, რომელიც დონეცკის "შახტარის" სისტემაში სკაუტად დიდი ხანი მუშაობდა.

მომავალ სეზონში გია ცეცაძის მიერ გაწვრთნილ გუნდში მხოლოდ სამი ბრაზილიელი დარჩება - ბაიანო, ფელიპე და საბინო. დანარჩენები
კლუბს დატოვებენ.

გამოცემის მიხედვით, გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძის შტაბის გაძლიერებასაც გეგმავს და "ლვოვის" დამრიგებლის გუნდში რამდენიმე ქართველი შევა.

altცეცაძის "ლვოვში" საკადრო წმენდა დაიწყო - ვიხილავთ ქართველებს?!

altგადაცემა "სპორტალი" - სტუმარი გია ცეცაძე [LIVE]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული