ჯანო ანანიძე "როტორის" მოტორი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ "როტორში" გააგრძელებს, - იტყობინება ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი.

ვოლგოგრადული კლუბი ანანიძეს ერთსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ჯანოს ყოველთვიურ გასამრჯელოდ 1 მილიონი რუბლი (13 735 დოლარი) დაენიშნება.

ის ადრე "სპარტაკში", "როსტოვში", "კრილია სოვეტოვსა" და "ანორთოსისში" თამაშობდა, რომელიც რამდენიმეთვიანი "მოღვაწეობის" შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

11 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში "როტორი" "ზენიტს" უმასპინძლებს.

"როტორში" აგრეთვე ნახევარმცველი ნიკოლაი ყიფიანი და თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
რაც არ უნდა იყოს უგუნდობას ჯობია როტორში იყოს და თამაშები რუსეთის პრემიერ ლიგა მოგვწონს თუ არა მაინც საშუალოზე მაღალი დონეა და წამტებები იმედი მაქ სანაკრებო თამაშებამდე შესახებ ფორმაში
გიო
21:21 05-08-2020
11
საქართველოს ჩემპიონატის გუნდში რო წასულიყო უსედაც მოკლებული აქ და უფრო მოუკლებდა და როტორში წესით უნდა მიეცეს სათამაშო დრო და იმის საშუალებაც რომ ფორაში ჩადგეს სანაკრებო თამაშებისთვის და სადაც ნათქმაშები აქ და გამოცდილია ისევ ის ლიგა ჯობია ახალ თავგადასავლებრბს
ზურა
21:26 05-08-2020
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული