ჯანო ანანიძე: "სპარტაკს" არაფერს დავუმტკიცებ, "როტორს" უნდა ვაჩვენო, რომ ვიმსახურებ აქ თამაშს [PHOTO]

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე გუშინ, 5 აგვისტოს ვოლგოგრადის "როტორში" გადავიდა. ახალი კლუბის პრესსამსახურთან მან "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ჯანო 2007 წლიდან 2019 წლამდე იქ თამაშობდა.

"სპარტაკთან" პრინციპული თამაშები ნამდვილად არ იქნება. გუნდიდან მე ლამაზად წამოვედი, ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იყო. "სპარტაკთან" დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, მე "როტორს" უნდა დავუმტკიცო, რომ აქ თამაშს ვიმსახურებ. "სპარტაკში" ბევრი მეგობარი მყავს და მათთან თამაში მესიამოვნება, თუმცა საფეხბურთო დონეზე არაფრის დამტკიცებას არ ვეცდები." - ციტირებს ჯანოს "როტორის" პრესსამსახური.

"როტორსა" და "სპარტაკს" შორის
უახლოესი შეხვედრა 26 აგვისტოს არის ჩანიშნული.


მკითხველის კომენტარები / 24 /
დანიშნულია და არა "ჩანიშნული". ვიღაც ერთი შემოიტანს ხოლმე არასწორ ფორმას და ყველა ჟურნალისტი გაუაზრებლად აიტაცებს.
ქართული ენის გულშემატკივარი
06 აგვისტო 2020 17:23
1
ტიპიური რუსული მენტალიტეტის ფეხბურთელი.რუსეთს გარეთ თამაში ამის ძალებს აღემატება.კვიპროსშიც კი ვერ გაქაჩა,კვიპროსში...ეჰ...
Master
06 აგვისტო 2020 16:30
6
დიდი შეცდომაა, როდესაც ხელფასის გამო, ბევრ შეთავაზებაზე უარს ამბობენ. სტო ტიშით მეტი, ან ნაკლები, არაფერს ნიშნავს, მთავარია მერე ივარგო, ფრთები გაშალო და რიგიც დაგიდგება, იმაზე ორჯერ მეტს შემოგთავაზებენ, ვიდრე ელოდი...
მილიონი რუბლი მეშახტეების ბრიგადას ორივე სმენაში ერთად აღებულს, არა აქვს.
ეხლა გამოჩნდება, რის მაქნისი ხარ. როტორის, მოტორის, თუ ფარცხა-ნაყანების...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
06 აგვისტო 2020 17:23
5
რაღა დროს ამის ფრთების გაშლაა თუ ძმა ხარ.გჯერათ რომ ეს აწი ფეხბურთს ითამაშებს?ის დრო აქვს ასაკით უკვე ფულზე უნდა ფიქრობდეს,ნუ აქამდეც ფულზე უფრო ფიქრობდა ვიდრე ფეხბურთზე,რა ფრთების გაშლა,ღადაობ?
Master
06 აგვისტო 2020 18:33
6
რომელ შემოთავაზებაზე თქვა უარი? ბაიერნში გადადიოდა თუ არსენალში?
semi
07 აგვისტო 2020 11:18
0
მიხვდით ახლა - ქართული დროშის ასაფრიალებლად გადავიდა ;)
ვვვ
06 აგვისტო 2020 17:17
10
ფუ კარგი რა ჯანო, სად წახვედი?! საქართველოში ერთი სეზონი გეთამაშა, ან ბათუმში ან დინამოში... ე კარგი რა, აღარ მევასები(
გიორგი
06 აგვისტო 2020 15:26
13
რა ტრავმებმა დაუნგრია კარიერა, მასე უამრავი ტრავმებისკენ მიდრეკილი კარგ ფეხბურთელი არსებობს, მაგრამ არიან და წარმატებულებიც არიან. ბეილი რა არაა ეგრე, შუშაა ადამიანი, მაგრამ იმდენს მიაღწია 100 კარგ ფეხბურთელს ეყოფა. რუსული ფული და მისი ჯანი. ამას მიყავს პარადი. დანარჩენი მერე
Haaland
06 აგვისტო 2020 23:15
6
მართალია ტრამვებმა ხელი შეუშალა ბევრჯერ თუმცა მთავარი პრობლემა ხასიათშია ასე ვთქვათ განწყობის მოთამაშეა თუ ხასიათზეა დაგლიჯავს თუ არაფა პასიურია კარგი მოტივატორი უნდა ჯერ არის კიდე დრო პროფესიონალიზმი
kaxa
07 აგვისტო 2020 01:07
2
ჯანო შვილო, თითებს ეგრე რათა პარჭყავ სურათზე, კონვულსია ხო არა გაქვს?)))
კოსტა პაპა
06 აგვისტო 2020 17:21
17
ზარმაცია და ფულს დახარბებული.
სტატუს ქუო
07 აგვისტო 2020 16:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული