გიორგი მაკარიძის გუნდი მესამე ლიგაში დააქვეითეს

AutoSharing Option
პორტუგალიის პრიმერა ლიგის ხელმძღვანელობამ გიორგი მაკარიძის "ვიტორია სეტუბალი" მესამე ლიგაში დააქვეითა, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ კლუბის სტადიონმა ლიცენზირება ვერ გაიარა.

თუმცა ვიტორიული კლუბი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს. ასევე, კლუბი პორტუგალიის ფეხბურთის მმართველ ორგანოს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს.

რაც შეეხება ქართველ მეკარეს, ისედაც დიდი ალბათობა იყო, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ "სეტუბალს" დატოვებდა და თუ ლიგის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, გიორგი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მომზადებულია maisfutebol.iol.pt-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა ბენფიკა ჩაერთო საქმეში
კლოპი
06 აგვისტო 2020 23:52
2
რატომაა მშვენიერი, ერთადერთი მაგ გუნდმა მისცა შანსი თავი გამოეჩინა.
ddgfdf
06 აგვისტო 2020 19:48
1
თუ დატოვებს თავისუფალის სტატუსით ეს მშვენიერია
ბაჩი
06 აგვისტო 2020 17:08
4
გამოსწორებული, ყოფილი მონათმფლობელის კომენტარს გავს ))))
korben dallas
06 აგვისტო 2020 18:49
2

სიახლეები პოპულარული