პორტუგალიის პრიმეირაში ადგილის შესანარჩუნებლად გიორგი მაკარიძის "ვიტორიას" უკანასკნელ ტურში საკუთარ მოედანზე "ბელენენსეშის" დამარცხება სჭირდებოდა და 2:0 დაამარცხა კიდეც.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, ორი გატანილი გოლის გარდა, ერთი გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩაუთვალა და კიდევ არაერთი მომენტი შექმნეს.
მაკარიძემ ორჯერ იხსნა თავისი გუნდი - მან ჩემპიონატის 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რამდენჯერმე შეიყვანეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში.