შვეიცარიის თასის 1/4-ფინალში ოთარ კაკაბაძის "ლუცერნი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ჩემპიონ "იანგ ბოიზთან" და გათამაშებას გამოეთიშა.
ოთარი სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მწვრთნელმა ფაბიო სელესტინიმ თავდამსხმელ ბლეზინგ ელეკეთი შეცვალა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით დროში კი ბერნელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
რაც შეეხება ჩემპიონატს, "ლუცერნი" მეექვსე ადგილზე გავიდა - კაკაბაძემ კი 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა.