"გენტმა" ქართველების გარეშე ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში "გენტი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "სენტ-ტრუიდენთან".

ამ შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, ხოლო გიორგი ქვილითაია მწვრთნელმა იეს ტორუპმა სათადარიგოთა შორის დატოვა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი უკვე მე-60 წუთზე 1:2-ს აგებდა.

სრულად ითამაშა "გენტის" თავდამსხმელმა ივან იარემჩუკმა, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ კორონავირუსითაა დაინფიცირებული, მისმა თანამემამულე იგორ პლასტუნმა კი გოლი გაიტანა. ფორვარდი ჯონათან დავიდი განაცხადში არ იყო.

15 აგვისტოს "გენტი" "კორტრიკს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თავის დროზე სპარტაკ ნალჩიკსაც კი ვგულშემატკივრობდი გასაგები მიზეზების გამო,ამ გენტს ვერაფრით დავუმუღამე,ასე რომ დედაც მოსტ...იათ
ბათუმის ფანი
19:24 09-08-2020
1
ესეთი უაზრო მწვრთნელი მე მეორე არ ვიცი. ფეხბურთი მარტო წიგნში წაკითხვით იცის.უფანტაზიო ფეხბურთს ათამაშებს. ცალკე თემაა ქართველები, საერთოდ არ ენდობა,მიკვირს როგორ ჩერდებიან ჩვენები,მარტო ხელფასი ხომ არ არის ყველაფერი.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული