"ბეშიქთაშის" ნაცვლად ნინუა საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში ითამაშებს

AutoSharing Option
ბერძნული პრესის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის, სალონიკის პაოკში განაგრძობს.

წყაროთა ცნობით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლაფ რებემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აბელ ფერეირამ ნახევარდაცვის გაძლიერების შესახებ გამართული შიდა დისკუსიის შედეგად არჩევანი ნინუაზე შეაჩერეს.

თურქულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ნიკა "ბეშიქთაშის" ფეხბურთელი გახდებოდა, ბოლოს კი ტრანსფერს ხელი უცხოელების შესახებ არსებულმა ლიმიტმა შეუშალა.

დიდი ალბათობით, პაოკი ნინუას ტრანსფერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ქართველი ავსტრიელი შტეფან შვაბის შემდეგ გუნდის მეორე შენაძენი იქნება. პაოკს, რომლის მფლობელიცა და პრეზიდენტიც წალკაში დაბადებული ივან
სავიდი გახლავთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში ელის.

მკითხველის კომენტარები / 23 /
2 რაღაცა. პირველი,კაპიტანი ხარ ჩემპიონი გახდი თასი აწიე პორველმა ლიგის შესარჩევი გელოდება, სად მიდიხარ? მეორე, ესეთ პატარებს ნუ აძლევთ დინამოს კაპიტნობის უფლებას.
გივი
00:02 11-08-2020
2
ნახევარი საქართველო ტოტალიზატორებში ზის,აქედან გამომდინარე ფიფიას ადგილზე რეკლამას გავუკეთებდი ყველა საშინაო მატჩს,გავათამაშებდი ლატარეას,დავუშვათ ავტომობილს,დარწმუნებული ვარ ასეთ 5 ლარიანი ბილეთით მინიმუმ 15000 კაცი მოვა
ბათუმის ფანი
15:59 10-08-2020
2

სიახლეები პოპულარული