"ბეშიქთაშის" ნაცვლად ნინუა საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში ითამაშებს

AutoSharing Option
ბერძნული პრესის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის, სალონიკის პაოკში განაგრძობს.

წყაროთა ცნობით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლაფ რებემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აბელ ფერეირამ ნახევარდაცვის გაძლიერების შესახებ გამართული შიდა დისკუსიის შედეგად არჩევანი ნინუაზე შეაჩერეს.

თურქულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ნიკა "ბეშიქთაშის" ფეხბურთელი გახდებოდა, ბოლოს კი ტრანსფერს ხელი უცხოელების შესახებ არსებულმა ლიმიტმა შეუშალა.

დიდი ალბათობით, პაოკი ნინუას ტრანსფერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ქართველი ავსტრიელი შტეფან შვაბის შემდეგ გუნდის მეორე შენაძენი იქნება. პაოკს, რომლის მფლობელიცა და პრეზიდენტიც წალკაში დაბადებული ივან
სავიდი გახლავთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში ელის.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ასეა თუ ისე, მოდი, დიდი წარმატებები ვუსურვოთ ნიკას! ეს ტრანსფერი სამომავლოდ დიდ გუნდ(ებ)ში თამაშის საწინდარი ყოფილიყოს!!!
1
საბერძნეთის ვიცე ჩემპიონ გუნდში თამაში რათქმაუნდა კარიერულად წინ გადადგმული ნაბიჯია თან პაოკი ყოველთვის მონაწილეობს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე და კარგი ტრანსფერი იქნება ნინუასთვის მაგრამ რატომ ახლა როცა წინ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებია ჩემპიონთალ ლიგის საკვალიპიკაციო ეტაპები ახლა წასვლა კაპიტნის გუნდის ლიდერის და წამყვანი ფეხბურთელის ძაან დასუსტებს დინამოს რომელსაც ისედაც სჭირდება გაძლიერება და ევროტურნირების ბოლომდე რო დარჩენილიყო უფრო უკეთესი არ იქნებოდა ფეხბურთელისთვისაც და კლუბისთვისაც ევროტურნირებზე კარგი თამაშით შეიძლება პაოკზე უკეთესი გუნდები დაინტერესებულიყვნენ ნინუათი და გუნდსაც დაეხმარებოდა.
გელა
13:02 10-08-2020
1

სიახლეები პოპულარული