საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ, რომელიც ამბობს, რომ აგენტი არ არის, championat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნახევარმცველ ჯანო ანანიძის "როტორში" გადასვლაზეც გააკეთა კომენტარი.
- ჯანო, რომლის ინტერესებსაც თქვენ წარმოადგენთ, "როტორში" გადავიდა...
- მე აგენტი არ ვარ, ჯანო კი ზრდასრული ბიჭია და "როტორში" გადასასვლელად აგენტი არც სჭირდებოდა. "სპარტაკის" შემდეგ ანანიძე "ანორთოსისში" გადავიდა. იქ ფორმაში ჩადგომა დაიწყო, შემდეგ კი ჩემპიონატი შეწყვიტეს. კარგა ხანი გაუცდა, თუმცა ფორმას ინარჩუნებდა. მოლაპარაკებები თურქულ და ბერძნულ კლუბებთან მიმდინარეობდა, რუსეთშიც იყო სხვა ვარიანტები, მაგრამ "როტორმა" კონკრეტული წინადადებით მოგვმართა.
ჩვენ მივხვდით, რომ იქ
კარგი გუნდის შექმნას ცდილობენ. ამ გუნდში ანანიძე ლიდერი უნდა იყოს და მუდმივად ითამაშოს. მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჯანოზე კარგა ხანია ხმები დადის და ამიტომ ბევრს ჰგონია, თითქოს უკვე 40 წელსაა მიღწეული, თუმცა მხოლოდ 27 წლისაა. კარიერის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ აქვს, მოთამაშეს გადატვირთვა ესაჭიროება. ამიტომ შეჩერდა არჩევანი "როტორზე", რასაც ჯანოსაც ვულოცავ და კლუბსაც. იმედია, მხარეები ერთმანეთს სარგებელს მოუტანენ.