მაკარიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს

AutoSharing Option
oltumedya-ს ცნობით, საქართველოს ნაკრების 30 წლის მეკარე მაკარიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გადასულ "ერზრუმში" გააგრძელებს.

"ერზრუმის" ბოსნიელი მეკარე იბრაჰიმ შეჰიჩი "ქონიასპორში" გადავიდა, რომლის ღირსებასაც ლევან შენგელია იცავს და გუნდში ძირითადი გოლკიპერი მაკარიძე იქნება.

მაკარიძე პორტუგალიაში 2014 წლიდან თამაშობდა. სეტუბალის "ვიტორიას" გარდა, "ფეიერენსეში", "მორიერენსესა" და "რიო ავეში" ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, "ვიტორიამ" პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება კი მოახერხა, რაშიც მაკარიძეს დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ ფინანსური დარღვევების გამო კლუბი მესამე ლიგაში დააქვეითეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოველთვის დასარჩენად მებრძოლთა რიგებში რატომ უძახიან ამ ბიჭს,ვერ გამიგია.თითქოს კარგი პრესა აქვს,მაგრამ თავი ძლიერს,ვერავის მოაწონა.წარმატებებს გისურვებ გიო!
სოსო
10:56 20-08-2020
0
მეტი უკეთესი ვერაფერი ნახა?თურქეთი ნორმალური დონეა,თუმცა პორტუგალიას ვერ შეედრება.მგონი 4-5 ჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურში,ბენფიკა,სპორტინგი ინტერესდებიანო და ამის მერე თურქეთის ახალგადმოსული გუნდი,რა ლოგიკაა ვერ გავიგე...სახლთან ახლოს უნდოდა თუ რაა..
Master
11:43 20-08-2020
1

სიახლეები პოპულარული