ქვილითაია და ჩაკვეტაძე უმწვრთნელოდ დარჩნენ

AutoSharing Option
ბელგიურმა "გენტმა" ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის დანიელი მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი თანამდებობიდან გათავისუფლდა და კლუბი დატოვა.

50 წლის დანიელი ბელგიურ კლუბში 2018 წლიდან მუშაობდა - მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის უძველესმა გუნდმა ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და თასის ფინალშიც გავიდა.

მიმდინარე სეზონი კი "ბუფალომ" ძალიან ცუდად დაიწყო - საწყის ორ ტურში ორივე მატჩი წააგო, ჯერ გასვლაზე "სენტ ტრუიდენთან", შემდეგ კი სახლში - "კორტრიკთან".

აღსანიშნავია, რომ ტორუპი ქვილითაიას დიდად არ სწყალობდა, ჩაკვეტაძეს კი აქებდა, თუმცა... ჯერჯერობით მომავალი მწვრთნელის ვინაობა არ
დასახელებულა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
არ ვიცი რას შეცვლის ეს ჩვენი ფეხბურთელებისათვის, მაგრამ ეს ამბავი ძალინ გმეხარდა.
emigranti
13:44 20-08-2020
0
ეგრე რაააა, ეგრე რაააააა! დინამოს ყურების მერე რამე ოდნავ მაინც თუ გამახარებდა არ მეგონა.
ეხლა მთავარია იეს ტორუპის მაგივრად ვინმე მთლად იეს ტრუპი არ მივიდეს :)))))
Superman
13:44 20-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული