"რუბინმა" ზურიკო დავითაშვილი იჯარით გაუშვა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ვოლგოგრადის "როტორში" ითამაშებს.

როგორც ყაზანელები წერენ, კლუბს ახალგაზრდა ქართველის უკან დაბრუნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეძლება.

"როტორში" კი ზურიკოს ქართული დიასპორა დახვდება - ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი.

19 წლის დავითაშვილი "რუბინის" ფეხბურთელი გასულ წელს გახდა. რუსეთის პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში ქართველმა შემტევმა 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, მიმდინარე გათამაშებაში კი მოედანზე 76 წუთი დაჰყო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები ქართველების "როტორს"...
tngh
20 აგვისტო 2020 18:07
5
ვოლგოგრადის მაყურებლადაც ქართველი დაუნიშნიათ ))))
Megreli
20 აგვისტო 2020 19:52
1
ამათ სირცხვილი სულ დაკარგეს, კვირკველიაც როტორში გადასულა , შეიკრიბება საძმო და სეზონის ბოლოს ვნახავთ როტორს უმაღლესი ლიგის მიღმა
????
20 აგვისტო 2020 16:52
10
რუბლი იყოს მყარად და ესენი მესამე ლიგაშიც ითამაშებენ რუსეთში . აბა ამათ რომ უნდოდეთ პროგრესი იქ არც ერთი არ იქნება. რა როტორი, რის რაზვალი. სულ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი.
მიხაელ
20 აგვისტო 2020 19:12
8
მიჰა შენ ჯობია *ვერების ფხანა გააგრძელო გეტყობა რომ სხვა არაფერი გამოგდის ;)
მიხაელს
20 აგვისტო 2020 23:32
2
ზუკასთვის უკეთესია ეს ვარიანტი, მეტი სათამაშო დრო ექნება და თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცემა. ფეხბურთელი ვითარდება თამაშით და არა სკამზე ჯდომით.
დათო
20 აგვისტო 2020 17:19
3
ანუ რუბინი ისეთი მაგარი გუნდია რომ ამისი ადგილი არ იყო? არ უნდა გაეშვათ. ბევრად უფრო უარეს გუნდში მიდის და თან იქ მთელი შანტრაბა ელოდება და რა გარანტიაა რომ იქ მოუმატებს? დიდი რისკია სულ არ გაფუჭდეს და ჩაეშვას იქ.მაგას რუსეთიდან წასვლა სჯობდა საერთოდ,თუნდაც უნგრეთში ან პოლონეთში. თუ სხვა ვარიანტები არ ჰქონდა ეგ არ ვიცი.ეგ ალბათ ბოლო გამოსავალი იყო და რუბინის მწვრთნელს აღარ სჭირდებოდა.
გია
20 აგვისტო 2020 17:24
4
Rრაც ითამაშა როტირმა არცერთი ქართველი არ ყოფილა. იქნებ ჟურნალიდტმა,განმარტო რატო? რო წერ ქართული როტორიო და 3 თამაში განაცხათშიც არარიან, ნუ ჯანო გასგებია რატომაც ა სხვები9
Mosexoneli
21 აგვისტო 2020 09:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული