საბა კვირკველიამ "ლოკომოტივი" იჯარის წესით დატოვა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა ცენტრალურმა მცველმა კლუბი იჯარის წესით დატოვა და მომავალ სეზონს, ფაქტობრივად, ქართულ "როტორში" ჩაატარებს.

ხელშეკრულება 2020/21 წლების სეზონზე გრძელდება და "რკინიგზელებს" ქართველი მცველის ზამთარში დაბრუნების უფლება აქვს.

"საბამ "ლოკოსთან" ერთად რუსეთის პრემიერლიგა, ორჯერ რუსეთის თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. კვირკველიას ახალ გუნდში წარმატებებს ვუსურვებთ." - ვკითხულობთ "ლოკომოტივის" განცხადებაში.

დღეს, 20 აგვისტოს, კიდევ ერთი ქართველი, ზურიკო დავითაშვილი შეუერთდა და ვოლგოგრადულ კლუბში ქართველთა რიცხვი უკვე 5-მდე გაიზარდა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
როტარი ჩვენი გუნდია რუსეთის ჩემპიონატში:))))
დათო
17:25 20-08-2020
3
სხვათაშორის მე შევედი როტორის ოფიციალურ ვებგვერდზე და ვნახე სტადიონი ბაზა ინფრასტრუქტურა სპონსორობა ამ გუნდის და გაოცებული დავრჩი უმაღლეს დონეზეა ყველაფერი მოწყობილი და მწვრთნელიც საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია და ვოლგოგრადის სტადიონი ხომ საერთოდ ულამაზესი არენაა მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს ბიჭები ათამაშდებიან ჩაჯდებიან ძირითადში და მიიღებენ რაც არის უმთავრესი სათამაშო პრაქტიკას რათა ნაკრებს დაეხმარონ თამაშებზე წარმატებები ყველა ქართველს.
ზურა
17:40 20-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული