სიომინი: კვირკველია გასაოცარი იყო - კვარაცხელიას გამო კლუბს კიკნაძემ დიდი ზიანი მიაყენა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსმწვრთნელმა იური სიომინმა თავის ყოფილ შეგირდებზე - საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"კვირკველიამ ჩემთან თამაში ხვიჩას აგენტთან კონფლიქტის გამო შეწყვიტა? და ვინ არის მისი აგენტი? მე არასოდეს არ ვიცოდი და არ დავინტერესებულვარ, ვინაა ის და ვისი აგენტია. მხოლოდ ერთი რამით ვინტერესდები - ფეხბურთელის ხარისხით. აგენტი კი მე არ მინტერესებს.

ყველაზე მთავარია მათ კარგი ფეხბურთელი მოგვცენ. არ ვიცი ვინაა მისი აგენტი და არასოდეს არ ვიცოდი, სხვა ფეხბურთელების აგენტები ვინ არიან. ყოველთვის მხოლოდ ფეხბურთელებთან ვურთიერთობ.

რატომ არ თამაშობდა საბა
ტრავმის შემდეგ? ის ხომ ჩემთან თამაშობდა. არ ვიცი. თქვენ ხომ ნახეთ, როგორ ითამაშა ბოლო შეხვედრაში როსტოვში და იქ გასაოცარი მატჩი ჩაატარა! მაშინ დიდი წვლილი შეიტანა და სატურნირო ცხრილში სიტუაცია გარდავტეხეთ.

მეტი მე არავითარი ნიუანსები არ ვიცი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არასოდეს არ ვიყურებოდი ფეხბურთელის პასპორტში და არ ვინტერესდებოდი მისი აგენტით. არასოდეს არავის არ ვეკონტაქტებოდი - ეს ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ.

რატომ წავიდა კვარაცხელია? ეს თქვენ კიკნაძეს ჰკითხეთ, დაე მან გიპასუხოთ. რატომ არ დაიტოვეს და რატომ მიაყენეს კლუბს დიდი ზიანი? მე ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ", - სიტყვა სიტყვით ციტირებს სიომინს Sport24.

შეგახსენებთ, კვარაცხელია "რუბინში" გადავიდა, კვირკველია კი ახლახან იჯარით "როტორში" გაუშვეს.

altსიომინი ხვიჩაზე: წამში 10 მილიონი დაკარგეს, უზბეკი კი "კვარაზე" ძვირად შეიძინეს

altსიომინი ფარფანს: არ იდარდო, "ლოკომოტივში" კვარაცხელიაც დაიწუნეს

altსიომინი: ხვიჩას შეუძლია დიდ ევროპულ გუნდში ითამაშოს!

altიური სიომინი: კვარაცხელიას გაშვება აღმაშფოთებელი იყო - მათ ჩემში მხეცი გააღვიძეს!

altკვირკველია სიომინის აგარაკზე ვარჯიშობს

altკიკნაძეს გულშემატკივრები ჰომოსექსუალად მოიხსენიებენ და შეიძლება გადააყენონ

მკითხველის კომენტარები / 4 /
სწორად ამბობს ყველაფერს სიომინი. რა არის აქ გაუგებარი? ყველაფერი ზუსტადა აქვს ნათქვამი და ზუსტადა აქვთ გადმოთარგმნილი.
შოთა
22:52 21-08-2020
2
კიდე ის იყო ერევანში რეები დაწერე?
სიომინი
22:17 21-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული