22 აგვისტოს "გენტი" ბელგიის ჩემპიონატის მესამე ტურში გასვლაზე "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.
გუნდის ახალმა მწვრთნელმა, 67 წლის რუმინელმა ლასლო ბოლონიმ მატჩის განაცხადში შეიყვანა გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ არის.
"გენტი" პირველ ორ ტურში დამარცხდა (სენტ-ტრუიდენთან და კორტრიკთან), მწვრთნელი იეს ტორუპი გადააყენეს, ქართველებს კი ჯერ არ უთამაშიათ.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ქვილითაია და ჩაკვეტაძე უმწვრთნელოდ დარჩნენ
ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გარეშე "გენტი" "კორტრიკთან" დამარცხდა