უქართველებო "გენტს" ბოლონიც ვერ შველის - მესამე მატჩიც წააგეს

AutoSharing Option
"გენტს" ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მესამე მარცხი მოუვიდა, ამჯერად გასვლაზე "ანტვერპენთან" 0:1 წააგო.

გუნდის ახალმა მწვრთნელმა ლაზლო ბოლონიმ, რომელმაც იეს ტორუპი შეცვალა, წინასამატჩო განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე შეიყვანა, გიორგი ქვილითაია კი არა, თუმცა საბოლოო განაცხადში ჩაკვეტაძეც აღარ იყო.

მოკლედ, ბელგიის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა ჩაებას, აუტსაიდერია და 30 აგვისტოს "მეხელენს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ქვილითაიას და ჩაკვეტაძის გარეშე გენტის ყველა წაგება მისწორდება
ბაჩი
04:20 23-08-2020
1
ხან იწერება სათამაშოდ მზადაო განაცხადშიაო ხან იწერება ტრავმა აქვსო ვერ გავიგეთ ვერაფერი.
ჟურნალისტები დაუკავშირდით ან ფეხბურთელებს ან აგენტებს ან ფედერაციას და გაარკვიეთ რახდება რატომ არ თამაშობენ ?? ან განაცხადში რატომ ვერ ხვდებიან ქართველი ფეხბურთელები?? ჩვენი ნაკრების ორ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელზეა საუბარი და უფრო მეტად უნდა იაქტიუროთ ჟურნალისტებმა.
გულშემატკივარს გვაინტერესებს და ვერ გავიგეთ ვერაფერი.
იგივე ფედერაციამაც უნდა იაქტიუროს და გაარკვიოს ამ ფეხბურთელების მდგომარეობაზე კლუბში.
. ჩემი აზრით ფედერაციასაც და ჟურნალისტებსაც მეტი პასუხისმგებლობა მართებთ როცა საქმე ჩვენი ნაკრების ორ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელზეა საუბარი.
გელა
02:57 23-08-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული