გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონს შესთავაზეს

AutoSharing Option
walfoot.be-ს რედაქტორმა იოახიმ დიურანმა ბელგიის ჩემპიონ "ბრიუგეს" შეტევის გასაძლიერებლად 5 ფეხბურთელი და მათ შორის "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესთავაზა. დიურანის აზრით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფლამანდრიულ კლუბს რომელიმე ფეხბურთელის დამატება შეუძლია.

გიორგი ჩაკვეტაძე (20 წლის, გენტი)
"თბილისის "დინამოდან" სამი წლის წინ გადმოვიდა, მაგრამ ბევრ მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 325 წუთი ითამაშა. თბილისში დაბადებულმა ფეხბურთელმა 2018/19 წლების სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია, მისი უნარების გათვალისწინებით, მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე გადაყვანა შეიძლება საინტერესო იყოს.

თუმცა, ჯერ უცნობია ამყარებს თუ არა მასზე იმედებს "გენტის" ახალი მწვრთნელი ლასლო ბოლონი".

ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო ბელგიის ჩემპიონატის სამივე სასტარტო მატჩი გამოტოვა, რომლებიც მისმა გუნდმა წააგო და აუტსაიდერია.

გამოცემამ "ბრიუგეს" აგრეთვე ტეემუ პუკის (ნორვიჩი), ჰარის სეფეროვიჩის (ბენფიკა), სეკუ კოიტას (ზალცბურგი) და როჯერ ასალეს (იანგ ბოიზი) კანდიდატურები შესთავაზა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
სპორტიც და სპორტული ჟურნალისტიკაც საქართველოში (რომ იტყვიან) - "იოოოოოხხხ"!
iooooxxx
17:01 24-08-2020
1
ვის შესთავაზეს ფეხბურთელი, რომელსაც არაფერი არ უთამაშია თავის კარიერაში, თან ტრამვა აქვს
გენა
10:50 24-08-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული