walfoot.be-ს რედაქტორმა იოახიმ დიურანმა ბელგიის ჩემპიონ "ბრიუგეს" შეტევის გასაძლიერებლად 5 ფეხბურთელი და მათ შორის "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესთავაზა. დიურანის აზრით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფლამანდრიულ კლუბს რომელიმე ფეხბურთელის დამატება შეუძლია.
გიორგი ჩაკვეტაძე (20 წლის, გენტი)
"თბილისის "დინამოდან" სამი წლის წინ გადმოვიდა, მაგრამ ბევრ მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 325 წუთი ითამაშა. თბილისში დაბადებულმა ფეხბურთელმა 2018/19 წლების სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია, მისი უნარების გათვალისწინებით, მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე გადაყვანა შეიძლება საინტერესო იყოს.
ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო ბელგიის ჩემპიონატის სამივე სასტარტო მატჩი გამოტოვა, რომლებიც მისმა გუნდმა წააგო და აუტსაიდერია.
გამოცემამ "ბრიუგეს" აგრეთვე ტეემუ პუკის (ნორვიჩი), ჰარის სეფეროვიჩის (ბენფიკა), სეკუ კოიტას (ზალცბურგი) და როჯერ ასალეს (იანგ ბოიზი) კანდიდატურები შესთავაზა.
რაც შეეხება მეორე შეკითხვას, თუ როდის შეძლებს გიორგი თამაშს. პასუხი აქაც ყველასთვის ცნობილია. მაშინ როდესაც/თუ მოახერხებს ფორმის აღდგენას და გენტის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებისათვის რეალური კონკურენციის გაწევას. შეიძლება საქართველოში გულშემატკივარი სუბიექტურია და გიორგის შესაძლებლობების შესახებ მისი 1.5-2 წლის წინანდელი “პერფორმანსით” მსჯელობს თუმცა გენტის მწვრთელები და ადგილობრივი მედიაც კი ობიექტურაფ მის დღევანდელ შესაძლებლობებს ხედავს და ძველი ჩანსწერები არ აინტერესებთ...
შეკითხვა მესამე. როდის და რა გარემოებებში ვიხილავთ ძველ გიორგის? აქ სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება არსებობდეს თუმცა ალბათ ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით რორ გიორგის შველა იმ კლუბში გადასვლა იქნება სადაც ის დღესვე ანუ დღევანდელი (დასუსტებული) მდგომარეობითაც შეძლებს ძირითადში მოხვედრას. ასეთი კლუბი შესაძლოა ბელგიაშიც მოინახოს მაგრამ თუ მსურველი არ გამოჩნდა სადმე აუცილებლად უნდა წავიდეს ვინაიდან ნათელია რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს და ეს თამაშია!
თემის დასახურავად გენტის კიდევ ერთ ქართველ ქვილითაიასაც შევეხოთ. ვისთვისაც ეს თავიდანვე არ იყო ნათელი მოდით ვთქვათ რომ ქვილითაიას გენტში ჩარიცხვის მოტივატორი ჩაკვეტაძე იყო. არ არის ჩაკვეტაძე - არ არის ქვილითაიაც. თუ ვინმემ არ იცის მსგავსი პრაქტიკის შესახებ, ესეც განვმარტოთ. როდესაც კლუბი ხელში “გოლდენ ბოი-ს” იგდებს ის აუცილებლად ზრუნავს მის ფსიქოლოგიურ მფგომარეობაზე რაც გადსმწყვეტია ტალანტის გახსნითვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როდესაც “ოქროს ბიჭი” თინეიჯერია და ენობრივი/კულტურული პრობლემები აქვს და მისთვის როგორც წესი მოჰყავთ ცოტა უფროსი თანამემამულე, რომლის გვერდითაც ის თავს “როგორც სახლში” გრძნობს. როდესაც ოქროს ბიჭს პოტენციურად 20-30 მილიონის მოტანა შეუძლია შემდგომი ტრანსფერით, 1 მილიონიანი კაპიტალდაბანდება მის “მეგობარში” რომელიც ტალანტს გახსნაში დაეხმარება ყოველთვის მიზანშეწონილის.
აი მოკლედ ეს სჭირთ ჩვენებს გენტში.