თბილისის "დინამოს" მცველი კარიერას ავსტრიის ბრინჯაოსპრიზიორში განაგრძობს

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

როგორც რამდენიმე ავსტრიული სპორტული გამოცემა წერს, თბილისის "დინამოს" 22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას "ვოლფსბერგერში" განაგრძობს.

ქართველმა ფეხბურთელმა "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ დატოვა და უკვე ავსტრიაში იმყოფება.

ლოჩოშვილს "ვოლფსბერგერში" კიდევ ერთი ქართველი - გურამ გიორბელიძე დახვდება. აღსანიშნავია, რომ "ვოლფსბერგერმა" ავსტრიის ბუნდელისგაში მე-3 ადგილის დაკავებით ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა.

შესაბამისად, ორივე ქართველი ფეხბურთელი ევროპის პრესტიჟით მეორე საკლუბო ტურნირზე ითამაშებს.


მკითხველის კომენტარები / 31 /
amis kargad natamashebi fexburti sakartveloshi ar gvaxsovs,imedia avstriashi istavlis fexburtis tamashs!
qomagi
15:11 24-08-2020
2
წავა პირველივე თამაშს ან მეორეს ითამაშებს მერე ტრამვას მიიღებს მერე თვეების განმავლობაში იქნება უთამაშებელი მომავალ წელს დინამო პირველ ეტაპს გადალახავს (ევროპა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის ) დააბრუნებენ დიდი იმედებით. ბუნებრივია უშედეგოდ. ისევ ერთი და იგივე ერთი და იგივე.
erti da igive
15:16 24-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული