ჩაკვეტაძემ "ვილემს" გაუტანა, ქვილითაიამ 82 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გენტი" თავის საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგურ მატჩში "ვილემს" 1:1 დაუზავდა.

ნიდერლანდების ჩემპიონატი ორ კვირაში დაიწყება და ტილბურგული გუნდისთვის ეს კარგი სპარინგი იყო, ხოლო "გენტის" ახალმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ის ფეხბურთელები გამოსცადა, რომლებმაც ტრავმები მოირჩინეს და ისინი, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყვნენ. ჩაკვეტაძემ მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა, 43-ე წუთზე საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ააცილა, 61-ე წუთზე კი შეცვალეს. ქვილითაიამ 82-ე წუთამდე ითამაშა.

"გენტმა" ბელგიის ჩემპიონატის სამივე სასტარტო შეხვედრა წააგო და 30 აგვისტოს "მეხელენს"
უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისინი ერთა ლიგის ორი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
რა ვერ გავიგე ხალხო იცით: ზოგი ისეთი ზიზღით არის ამ 20 წლის ბიჭის მიმართ განწყობილი, გეგონება ვინმეს რამე დაუშავა. რა გჭირთ, ავადმყოფები ხართ?
ავთო
03:17 26-08-2020
4
მივმართავ პესიმისტებს და კლავიატურშიკებს, ჩაკვეტაძე არის აღმოჩენა ქართული ფეხბურთის და დარწმუნებული ვარ რომ ეს 1 წლიანი ჩავარდნა მასზე მაინც ვერ იმოქმედებს ისე ცუდად რო მან ტოპ ჩემპიონატი არ ითამაშოს და ამას კაკ მინიმუმს დავარქმევდი... ეს ბიჭი ითამაშებს დიდ ფეხბურთს ქართველებო ნუ შეგვეშინდება ვირწმუნოთ რეალობის და როცა რაიმე ეჭვი შეგვეპარება იუთუბიზე მისი ნაკრებში ნათამაშები ვუყუროთ, როგორი მგელიც იყო უფრო მაგარი დაგვიბრუნდება მაში 10000 % - ით დარწმუნებული ვარ! და გთხოვთ უაზრო და მაწყევარი კომენტარებისგან თაცი შეიკავოთ , არ გიფიქრიათ იმაზე რომ შეიძლება ფეხბურთელები კითზულობენ ამ კომენტარებს და შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს მათზე ამდენი პეაიმისტური განცხადება?! წინ ჩაკვე შენია მომავალი...
მევარმე
02:14 26-08-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული