ჩაკვეტაძემ "ვილემს" გაუტანა, ქვილითაიამ 82 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გენტი" თავის საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგურ მატჩში "ვილემს" 1:1 დაუზავდა.

ნიდერლანდების ჩემპიონატი ორ კვირაში დაიწყება და ტილბურგული გუნდისთვის ეს კარგი სპარინგი იყო, ხოლო "გენტის" ახალმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ის ფეხბურთელები გამოსცადა, რომლებმაც ტრავმები მოირჩინეს და ისინი, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყვნენ. ჩაკვეტაძემ მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა, 43-ე წუთზე საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ააცილა, 61-ე წუთზე კი შეცვალეს. ქვილითაიამ 82-ე წუთამდე ითამაშა.

"გენტმა" ბელგიის ჩემპიონატის სამივე სასტარტო შეხვედრა წააგო და 30 აგვისტოს "მეხელენს"
უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისინი ერთა ლიგის ორი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩაკვეტაძემ გაიტანა, რა მაგარია!
სხვა გასუქდა, ჩვენ კი მაინც, ბედნი ერი ცართ...
/..
..
ბედნი რასაც ნიშნავს, იცით ალბათ
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
00:55 01-09-2020
0
არ ვიცი საიდანაა აქვს ამ ხალხს ასეთი სიბოროტე.ერთხელ ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე და იცხოვრე სიხარულით და კარგი გრძნობებით.ყოველ შემთხვევაში ამ ბიჭმა რა დაგიშავათ,კარგი რომ უსურვოთ იმის მაგივრად......მიდი გიო გენაცვალე შენ შენ საქმეს მიხედე და გულშემატკივარი დაგაფასებს.
კახა ქ.
15:59 26-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული