ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე დრიბლინგი "სპარტაკის" წინააღმდეგ და გაბითურებული ჯიქია [VIDEO]

AutoSharing Option
ვოლგოგრადის "როტორში" განათხოვრებულმა ზურიკო დავითაშვილმა მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა.

ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი 60-მეტრიანი დრიბლინგი იყო, რომლის დროს "სპარტაკის" კაპიტანი გიორგი ჯიქია პატარა ბავშვივით გააბითურა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა...


ქართველ ნახევარმცველს ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზეც შეეძლო. ბურთის კარში წასვლის შემთხვევაში მეკარე უძლური იქნებოდა, თუმცა დავითაშვილის გასროლა ხარიხამ მოიგერია...


აღსანიშნავია, რომ მოსკოველთა წინააღმდეგ ცუდად არც საბა კვირკველიას უთამაშია, თუმცა ერთ მომენტში შეცდომა დაუშვა და მის მიერ
წესების დარღვევის გამო დანიშნული პენალტი ბაკაევმა გაიტანა, რაც "როტორის" მარცხისათვის საკმარისი აღმოჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
სადაური წესია ორი ქართველი ფეხბურთელის დაპირისპირბა და თანაც სლუცკიზე ჭკვიანათ რომ გინდა თავის გამოჩენა.დავითაშვილი კარგი ფეხბურთელია მაგრამ კვარაცხელიას დიდი ვარსკვლავის მონაცემები აქვს.მთელი რუსული საფეხბურთო სამყარო ამას აღიარებს.
ასეა ეს
19:55 27-08-2020
1
პასი პასია მაგრამ, არც თვითონ იყო ურიგო პოზიციაზე.უბრალოდ მეკარემ ითამაშა ძალიან კარგად.
თენგო
19:40 27-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული