თურქული გამოცემა: მაკარიძის ტრანსფერი გადაწყვეტილია

AutoSharing Option
როგორც თურქული გამოცემა oltumedya.com-ი წერს, სუპერლიგაში ახლად დაბრუნებულმა "ერზრუმისპორმა" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძის ტრანსფერი შეათანხმა.

მოგეხსენებათ, მაკარიძის "ვიტორია სეტუბალი" პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ მესამე ლიგაში დააქვეითა, კლუბმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა დამარცხდა და ფეხბურთელები ავტომატურად თავისუფალი აგენტები გახდნენ.

"ერზრუმისპორი" სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან დღეების გამო 250 000 ევროს ტყუილად გადაყრა არ სურდა და რადგანაც უკვე ყველაფერი ნათელია, ტრანსფერს წინ არაფერი უდგას.

წყაროსთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყოფილი კლუბისაგან საჭირო დოკუმენტების მიღებას ცდილობს და თურქულ გუნდში ტრანსფერი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

30 წლის გიორგი მაკარიძეს კარიერის მანძილზე თბილისის "დინამოს" მეორე გუნდში, "ლე მანში", "ფეირენსეში", "მორეირენსეში", "რიუ ავესა" და "ვიტორია სეტუბალში" უთამაშია. მცირე ხნით კვიპროსულ "დოქსაში" იყო, თუმცა არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. გიორგის ეროვნული ნაკრების ფორმა 14-ჯერ აქვს მორგებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ანუ თავისუფალი სტატუსი აქვს და ამ რაღაც თურქული გუნდის გარდა არავინ წაიყვანა?
რუსთავი
17:51 28-08-2020
3
რა ერზრუმი, რის ერზრუმი მართლა მაჩვზღარბები ხართ რაა. როგორმე დაინგრიეთ კარიერა, მაგარი ყურუმსაღები ხართ რაა...........
მაჩვზღარბა
17:32 28-08-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული