ლორიამ პენალტი მოიგერია - ოქრიაშვილმა 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ანორთოსისის" ქართველები სანაკრებო მატჩებს ჩინებულ ფორმაში ხვდებიან

კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში "ანორთოსისმა" დაძაბულ ბრძოლაში გასვლაზე "პაფოსს" 1:0 სძლია.

გიორგი ლორიამ (90+3-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო), ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ნიკა კაჭარავა სასტარტოში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

52-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რასაც ფამაგუსტური გუნდის ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ბრაზილიელი ნახევარმცველის ანგულოს შესრულებული თერთმეტმეტრიანი ლორიამ მოიგერია.

90-ე წუთზე კი პენალტი უკვე მასპინძელთა კარში დაინიშნა, რომელიც
ოქრიაშვილმა ზუსტად შეასრულა,  "ანორთოსისმა" სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 12 სექტემბერს "ომონიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ შეამჩნიეთ, ძალიან ბევრი მომენტი შექმნა პაფოსმა. მომეჩვენაბ რომ პრობლემები აქვს ანორთოსის დაცვაში და მაგრად გაუმართლათ რომ არ გაუშვეს. ეს ყველაფერი ჯერჯერობით ართულებს იმის თქმას რომ საჩემპიონო გუნდია. ჯერ ადრეა, გამოჩნდება. იმედია წელს მაინც გახდებო თემო ჩემპიონი, ეკუთვნის
პრობლემები აქვთ დაცვაში
23:29 28-08-2020
1
ოქრიაᲨვილი ყავს Თავმდასხმელად,ქეცბაც მაგ პოზიციაზე აᲗამაᲨებს ამ ბოლო დროს
ზურა
22:40 28-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული