ზურიკო "როტორის" მარადონა და მესი - გულშემატკივრები დავითაშვილს აქებენ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურში გასვლაზე "ხიმკისთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარები მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა და ვოლგოგრადული გუნდის მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა გააკეთეს.

დავითაშვილი: "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და თამაშით ვდომინირებდით. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. ჩვენ დავიღალეთ, "ხიმკი" კი უკეთ გამოიყურებოდა", - განუცხადა ზურიკომ კლუბის საიტს.

ხაცკევიჩი: "ორიოდ დღის წინ "სპარტაკთან" მძიმე და დამქანცველი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც დიდი ძალები შევალიეთ. მეორე ტაიმში დავიღალეთ, თუმცა რამდენიმეჯერ სწრაფი კონტრშეტევისას გაქცევა მოვახერხეთ.

იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის მიმდინარეობისას გვიხდება გუნდის დაკომპლექტება, მინდა ფეხბურთელებს
მადლობა გადავუხადო. 18 დღეში 6 მატჩის ჩატარება ძალიან ძნელია", - ციტირებს ხაცკევიჩს "სპორტ-ექსპრესი".

გულშემატკივრები დავითაშვილს აქებენ, ერთმა დიეგო არმანდო დავითაშვილი უწოდა, ხოლო მეორემ "როტორის" მესი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დრიბლინგი და სისწრაფე აქვს კარგი დარტყმაც გამოცდილება აკლია რაც ასაკთან ერთად მოვა მთავარი ა შრომა და თავდაუზოგავი ვარჯიში
Gio
30 აგვისტო 2020 01:20
2
კომენტატორები აღნიშნავდნენ,როპმ კვირკველია ძალიან ბევრს ყვიროდა ქართულად და რაკი მინდორზე მხოლოდ ზურიკო იყო მეორე ქართველი,დაასკვნეს,რომ მას უყვიროდა.მეორე ტაიმში ზურიკო მართლაც დაიღალა და რამდენჯერმე ბოლომდე არ იბრძოლა დაცვაში,საბა კი ამას მოითხოვდა.კარგია,მოდუნების საშუალებას რომ არ აძლევს.უკვე გუნდის ლიდერად თვლიან და სხვამ შეიძლება ვერც შეუბედოს.უკვე ცხადია,რომ ზურიკოს გადასვლა,სწორი ნაბიჯი იყო.ეს სულ სხვა ზურიკოა.
სოსო
30 აგვისტო 2020 13:13
0
მესი და მარადონა არ ვიცი,მარა ძალიან მაგონებს ეს ბიჭი ქინქლაძეს,მოძრაობები,სირბილი ძალიან მეიმედება,რომ ახალი ქინქი გვეყოლება!
oto
30 აგვისტო 2020 09:50
5
კარგი ბიჭია ზურიკო,კარგადაც დარბის და დრიბლინგიც აქვს,ბევრსაც შრომობს და საერთოდ კარგი ფეხბურთელია,მაგრამ ქინქლაძე,სულ სხვა სტილით თამაშობდა.ყოველ შემთხვევაში,მე ასე მახსოვს.
სოსო
01 სექტემბერი 2020 18:48
0
ეს "აბრეზას" შვილია მამამისიც კარგად თამაშობდა თუმცა შვილი უკვე სჯობს და თუ ასე გააგძელა წესით დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.
ბექა
30 აგვისტო 2020 10:49
0
Kvara neimars magonebs
Mindia
30 აგვისტო 2020 11:24
2
Kvara neimars magonebs
Mindia
30 აგვისტო 2020 11:17
1
ზურიკო დავითაიაც კარგი ბიჭია
,წარმატებები მას
ბაჩი
30 აგვისტო 2020 21:57
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული