ჩაკვეტაძის გამოუყენებელი მომენტი, არდანიშნული პენალტი და "გენტის" პირველი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "გენტმა", როგორც იქნა, გაიმარჯვა - საკუთარ მოედანზე "მეხელენს" 1:0 მოუგო.

მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ტრავმამორჩენილი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუშინ 21 წლის გახდა, ძირითად შემადგენლობაში დააყენა. "ჩაკვეს" პირველი ნახევრის მე-15 წუთზე გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, ცოტა ძლიერი დარტყმა რომ გამოსვლოდა, კიპერი, წესით, უძლური იქნებოდა...


56-ე წუთზე კი ქართველმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, რადგან მსაჯმა ჩათვალა, რომ პენალტის მოთხოვნის გამო სიმულაციას ჰქონ
და ადგილი. ბელგიური გამოცემების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ჩაკვეტაძე მცველმა ტიბო პეირემ საჯარიმოში წააქცია და თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. თავად განსაჯეთ...



გიორგი 73-ე წუთზე რომან ბეზუსმა შეცვალა, იქამდე კი მშვენიერი დრიბლინგი აჩვენა, რომლის ბოლოს დაამტვრიეს...


გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იყო.

გამარჯვების გოლი 36-ე წუთზე რომან იარემჩუკის პასით ანდერსონ ნიანგბომ გაიტანა.

"გენტი" 3 ქულით მე-14 ადგილზეა და 11 სექტემბერს გასვლაზე "ეუპენს" დაუპირისპირდება.

ჩაკვეტაძე და ქვილითაია საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ერთა ლიგის ორი უახლოესი მატჩისთვის გამოიძახა.



მკითხველის კომენტარები / 22 /
რაც მთავარია ჩაკვე დაბრუნდა.მწვრთნელი ხედავა მასში პოტენციალს ახლა მთავარია ფირმაში ჩადგეს.სანაკრებო თამაშები დაეხმარება ნელ ნელა ფორმის აკრეფაში იმედია ოქტომბერში ისეთ ფორმაში ვნახავთ როგორიც გვახსოვს ერთალიგიდან
გიო
31 აგვისტო 2020 01:23
0
ძლივს ვუყურე თამაშს, ერთ საათიანი წვალების მერე გუგლის მე-5 გვერდზე წავაწყდი ლაივ სტრიმს.
ისე მაგრად ტეხავს რაღაც უაზრობებს რომ აჩვენებენ ჩვენი არხები ამ ბიჭის თამაშს მაინც გვაყურებინონ ხოლმე.
წარმატებები გიოს, ჩვენს ნაკრებს და ყველა ერთგულ გილშემატკივარს.
ირაკლიუსი
31 აგვისტო 2020 01:15
1
ძლივს ვიპოვე საყურებელი ლინკი, ნორმალურად ითამაშა, ყვითელი რო მისცეს, მგონი პენალტი უფრო იყო, ვიდეო რეფერი არ გამოუყენებიათ ან არ ჰქონდათ, არადა მცველს აშკარად შეეშინდა, პენალტი არ დადოსო მსაჯმა. აი ლინკი, შემდეგ ტურში გამოგვადგება: https://myfootball.top/1087466-translyaciya-matcha-gent-mehelen.html და მეორე http://assia.tv/live/livestream/?lang=en
მინდია
31 აგვისტო 2020 01:03
1
მერე რასწვალობ ძმა. შედი კრისტალბეთზე და მანდ უყურე. მე მასე ვუყურე
ჯიმა
31 აგვისტო 2020 01:37
0
ვუყურე თამაშს და სუსტად გამოიყურებოდა გენტი. ერთ მომენტში გოლს გადაურჩა.
ჯიმა
31 აგვისტო 2020 00:59
0
იმედია გამარჯვებულ შემადგენლობას აღარ შეცვლის და გიორგისაც ბევრი შანსი მიეცემა!!!
რომელუ
31 აგვისტო 2020 00:45
0
გიო სი გუჩქჷ,გეხარჲ გერჲ კოჩჲ
ბაჩი
31 აგვისტო 2020 00:41
27
სი გვალო გოუტეო ჯიამა კუმა?
ბაჩის
31 აგვისტო 2020 02:01
13
Language, Font და Spelling დაგვიზუტსე მეგობარო და Transcription-ზე მერე შეგაწუხებთ
Google Translate
31 აგვისტო 2020 01:07
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული