ჩაკვეტაძის გამოუყენებელი მომენტი, არდანიშნული პენალტი და "გენტის" პირველი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "გენტმა", როგორც იქნა, გაიმარჯვა - საკუთარ მოედანზე "მეხელენს" 1:0 მოუგო.

მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ტრავმამორჩენილი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუშინ 21 წლის გახდა, ძირითად შემადგენლობაში დააყენა. "ჩაკვეს" პირველი ნახევრის მე-15 წუთზე გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, ცოტა ძლიერი დარტყმა რომ გამოსვლოდა, კიპერი, წესით, უძლური იქნებოდა...


56-ე წუთზე კი ქართველმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, რადგან მსაჯმა ჩათვალა, რომ პენალტის მოთხოვნის გამო სიმულაციას ჰქონ
და ადგილი. ბელგიური გამოცემების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ჩაკვეტაძე მცველმა ტიბო პეირემ საჯარიმოში წააქცია და თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. თავად განსაჯეთ...



გიორგი 73-ე წუთზე რომან ბეზუსმა შეცვალა, იქამდე კი მშვენიერი დრიბლინგი აჩვენა, რომლის ბოლოს დაამტვრიეს...


გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იყო.

გამარჯვების გოლი 36-ე წუთზე რომან იარემჩუკის პასით ანდერსონ ნიანგბომ გაიტანა.

"გენტი" 3 ქულით მე-14 ადგილზეა და 11 სექტემბერს გასვლაზე "ეუპენს" დაუპირისპირდება.

ჩაკვეტაძე და ქვილითაია საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ერთა ლიგის ორი უახლოესი მატჩისთვის გამოიძახა.



მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩაკვეს კვარაცხელია ათითავით სჯობს, მითუმეტეს ეხლა, საერთოდ არ ყოფილა ფორმაში, ჩვენ კი, რატო არ ათამაშებენ! ჩაგრავენო... არაა ბატონო ფორმაში, ვერ ჩადგა, ვერა! და რა ქნან, წასაგებად შეუშვან?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
18:12 06-09-2020
2
კუმას ფურკჲ ჯოხო მარგალურო
ბაჩი
12:27 01-09-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული