კიტეიშვილი გუნდელებისთვის ავტორიტეტია - ოთარი "შტურმის" ვიცე-კაპიტნად აირჩიეს

AutoSharing Option
spox.com-ის ინფორმაციით, გრაცის "შტურმის" კაპიტნად 29 წლის ნახევარმცველი შტეფან ჰიერლანდერი აირჩიეს, ხოლო გუნდის ვიცე-კაპიტანი კი საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ კიტეიშვილი იქნება.

"ოთარ კიტეიშვილი გუნდში ავტორიტეტით სარგებლობს, რისი მიზეზიც მისი კარგი თამაშია", - განაცხადა "შტურმის" სპორტულმა დირექტორმა ანდრეა შიკერმა. 

მოგეხსენებათ, ოთარს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა და საქართველოს ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებში ვერ ეხმარება. 

altლამაზი გოლი თავით, ნახტომში - კიტეიშვილმა სლოვენიურ გუნდს გაუტანა [VIDEO]

altკიტეიშვილი ნაკრების მატჩებს კორონავირუსის გამო გამოტოვებს


მკითხველის კომენტარები / 10 /
პირველ რიგში გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ვფიქრობ რომ იმ ფეხბურთელთა რიგშია რომელთა საყურებლადაც უყოყმანოდ წავიდოდი სტადიონზე, რადგან ნაკრების ბოლო თამაშებში თავის საქმეს პროფესიონალურად აკეთებდა, ყოველგვარი ზედმეტი მატრაკვეცობების გარეშე და ბოლომდე იბრძოდა. წარმატებებს ვუსურვებ მას და მთლიანად ნაკრებს
David
18:33 03-09-2020
0
ჩემი აზრით ოთარს უკვე შეუძლია ავსტრის ბუნდესლიგაზე მაღალი დონის ჩემპიონატში თამაში. მე რაც კიტეს თამაშები ვნახე მის თანაგუნდელებს ერთი თავით აღრმატება სათამაშო კლასით.
ზაზა
19:01 03-09-2020
0

სიახლეები პოპულარული