ბოლონი: ჩაკვეტაძეს შეუძლია დიდ პროგრესს მიაღწიოს

AutoSharing Option
დასრულდა სანაკრებო პაუზა და "გენტი" 11 სექტემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურში სტუმრად "ეუპენს" შეხვდება. მომავალი მატჩის წინ "გენტის" მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც ისაუბრა.

ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ჩაკვეტაძემ "მეხელენთან" თამაში სასტარტოდან დაიწყო და ბოლონი კმაყოფილი დარჩა:

"მან რამდენჯერმე თავი კარგი მოძრაობებითა და იმპულსებით გამოიჩინა, რაც მაიმედებს, რადგან ეს ბიჭი დასაბრუნებლად წელიწად-ნახევარი შრომობდა. ტრავმის შემდეგ დაბრუნება ძნელია, მაგრამ ის სწორ გზას ადგას.

კარგად მოძრაობს, თუმცა ყველამ იცის, რომ გაცილებით მეტი შეუძლია. ამას თუ მოახერხებს, ნდობასაც დაიმსახურებს. ჩაკვეტაძე
თამაშში გარდატეხის შემტანი ფეხბურთელია, მაგრამ დაცვის დასახმარებლად უკან ჩასვლაც მართებს და შეუძლია დიდ პროგრესს მიაღწიოს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
მიდი რა ჩაკვე ძმურად. მოიხოდე რა... გადით ევროპაზე და იქაც დააყარეთ სიურპრიზები. შეგიძლიათ ვიცი.....
ზაზა ნ
04:51 10-09-2020
0
წარმატებებს გისურვებ, გიორგი! წარმოიდგინეთ! ევროპაზე რომ გახვალთ, რისი დიდი იმედი მაქვს, იქ მაგრად ითამაშებთ! ტრანსფერები და ხელფასები მერე გექნებათ ნამდვილი ვარსკვლავური! გაიხარე! გაახარე მთელი ქვეყანა!
alexandre
12:37 10-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული