კვარაცხელიას უმაღლეს დონემდე 1 რამ აკლია - რუსი მწვრთნელი-ანალიტიკოსი

AutoSharing Option
რუსმა მწვრთნელმა-ანალიტიკოსმა იგორ მანანიკოვმა ყაზანის "რუბინის" ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

- ხვიჩასა და მაკაროვს თუ შევადარებთ, მეორე უფრო სტაბილურია: ვგულისხმობ გადაწყვეტილებების მიღებას, იმის ცოდნას, თუ რა სურს. დენისის უპირატესობა სივრცეშია, ხვიჩა კი შეტევაში მრავალფეროვნებას ქმნის. ის მეტოქეებს იმაზე მეტჯერ ატყუებს, ვიდრე რუსეთის პრემიერიგის გუნდების ნახევარი ერთად აღებული.

კვარაცხელიას დრიბლინგის 107 მცდელობა აქვს. ეს პრემიერლიგის საუკეთესო მაჩვენებელია, თან მეორეადგილოსანს დიდი ფორით უსწრებს. წარმატებული ამ მდელობებიდან 55 იყო...
- ნელ-ნელა მისი დრიბლინგების ეფექტიანობა იზრდება. მათ უკვე გაგრძელება აქვთ: ხვიჩა უკეთ
ანაწილებს ბურთს, ეს ცხადია. პროგრესი ძალიან სწრაფი არაა, თუმცა სხვანაირად შეუძლებელია. მოტყუების შემდეგ ხვიჩა უფრო და უფრო ეფექტიანი ხდება. სწორედ მისი თამაშის შედეგიანობაზეა დამოკიდებული "რუბინის" შეტევა.

კვარაცხელია მრავალმხრივი ფეხბურთელია. შეუძლია ზონებს შორის ბურთი ზურგით მიიღოს და კარისკენ უცებ მოტრიალდეს. თუ ხვიჩა მოუმატებს და სწრაფად მოიფიქრებს, რა უყოს ბურთს ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ, თუ პარტნიორებსაც უფრო ხშირად შეამჩნევს, "რუბინის" შეტევა ამით გაძლიერდება. იყო ეპიზოდები, როცა პასი უნდა გაეკეთებინა, თუმცა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. თუ ამ "პრობლემაზე" იმუშავებს, ის ტოპ-დონეზე ავა.

- ზოგჯერ ხვიჩა ზედმეტად ათრევს ბურთს და ამას სახიფათო კონტრშეტევები მოჰყვება. როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს, როცა შენი ფეხბურთელი მუდმივად მეტოქის მოტყუებაზე მიდის? სლუცკი ამბობს, რომ მისი შეზღუდვა არ სურს...

- ლეონიდი თამაშის დაგეგმვაში კრეატიულობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა უფრო მკაცრი პრინციპებიც არსებობს. მათ ფარგლებში თავისუფლება ხვიჩასთვისაც მოიძებნება.

წესებში ცვლილების შეტანა ყოველთვის შეიძლება, თუ საქმე ფენომენალურ ციფრებთან გვექნება. ხვიჩას სტატისტიკა კი ფენომენალურთან ძალიან ახლოსაა. სლუცკის სისტემის ცოდნის გათვალისწინებით, ვხვდები, როგორ ათავსებს მასში კვარაცხელიას. დრიბლინგების დიდ ოდენობას შედეგი ყოველთვის არ მოაქვს და მოთამაშეს მითითებები სჭირდება. ვთვლი, რომ ეს მუშაობს. აღნიშნულ სამწვრთნელო შტაბთან ერთად ხვიჩას დრიბლინგი უფრო ეფექტიანი ხდება.

საინტერესო ის არის, მომავალში მის წინააღმდეგ უხეშ თამაშზე ხვიჩას რა რეაქცია ექნება და როგორ შეინარჩუნებს სტაბილურ დონეს. თუმცა, ეჭვგარეშეა, "რუბინს" თავდასხმაში დიდი მომავალი აქვს", - განაცხადა მანანიკოვმა.

ომზადებულია Sports-ის მიხედვით

altPressball: კვარაცხელია კოსმოსია, ჩაკვეტაძე - "ქართველი კაკა" - ჰყავთ ასაკოვანი ბიძიებიც


მკითხველის კომენტარები / 11 /
მგონი კარგი ანალიზია.კარგი ისაა,რომ სლუცკი მას ენდობა.თან ათამაშებს და თან გზადაგზა ხვეწავს მის თამაშს.ამ ეტაპზე ხვიჩასთვის,სლუცკიზე უკეთესი მწვრთნელი,ვერ წარმომიდგენია.თვითონ ხვიჩა,ძალიან სერიოზულად უდგება თავის განვითარებას და ეს არც მიკვირს,მამამისი ხომ თვთონაც ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელია.ოჯახმა ძალიან კარგად იცის,რა სჭირდება და გეგმას მიჰყვება.სხვათა შორის,იგივეს ვიტყოდი ზურიკო დავითაშვილზე და მის ოჯახზეც.ზურიკოს რაღაც პერიოდი ჩავარდნა ჰქონდა და ახლა გამოდის წინა ხაზზე.ვფიქრობ მას უფრო მეტი კომპონენტები აქვს დასახვეწი,მაგრამ თუ ამ ორმა ბოლომდე გაქაჩა განვითარებაში,მაშინ საქართველოს ნაკრებს,მესხისა და მეტრეველის დინამოს შეადარებენ.ღმერთმა ქნას ახდენილიყოს.პ.ს.მესხი მსოფლიოში სწორუპოვარი დრიბლიორი იყო,მეტრეველი კი თითქოს არ ჩანდა ხოლმე.მე ბავშვი ვიყავი მაშინ და რა თქმა უნდა თამაშის გარჩევა-გაგება ,არ შემეძლო,მაგრამ უკვე ცოტა მოზრდილმა,ვეტერანთა მატჩში ვნახე მეტრეველი და საკუთარი თვალით რომ დავაკვირდი რას და როგორ აკეთებდა მოედანზე,აღტაცებული დავრჩი.საოცარი ფეხბურთელი ყოფილა,შესაძლოა მესხზეც კი მნიშვნელოვანი.
სოსო
10:05 11-09-2020
0
ეს არაკაცი და საკუთარი ხალხის შანტაჟისტი მესი რა მოსატანია როცა კაცები საუბრობენ.
აბა ესა ყოფილა
22:37 10-09-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული