ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს

AutoSharing Option
საბერძნეთის სუპერლიგის გუნდმა "ლამიამ" ოფიციალურად წარადგინა გუნდის ახალი ფეხბურთელი - ქართველი გუგა ფალავანდიშვილი.

აქამდე გუგა ლატვიაში, "ვენსპილსის" რიგებში თამაშობდა და მიმდინარე სეზონში ქვეყნის ჩემპიონატსა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯამში, 12 მატჩი ჩაატარა.

კლუბმა ქართველს ახალ გუნდში წარმატებები უსურვა, ხოლო თავად ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ "ლამიას" მიზნების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

გუგა საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში ნიკა ნინუას შემდეგ მეორე ქართველი იქნება. 

altგუგა ფალავანდიშვილი - დიპლომიანი ფინანსისტის ოცნება საქართველოს ნაკრებსა და "მილანზე"

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები გუგას
ბაჩი
17:58 10-09-2020
0
დიდი წარმატებები გუგას
გიზოგ
23:15 10-09-2020
0

სიახლეები პოპულარული