"ლოკომოტივის" ექსდირექტორი: კვარაცხელიას ფასი ახლა 10-12 მილიონია

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მიერ "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის სურვილზე კომენტარი "ლოკოს" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა გააკეთა.

"ხვიჩა კვარაცხელია და მისი ფასი. ჩემი აზრით, თუ ამ სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდიან, ფასი დაახლოებით 10-12 მილიონი ევრო იქნება. რაც ნაკლები - დანაკარგი კლუბისთვის. მათ ასეთივე დონის მოთამაშის მონახვა 2-3 სეზონისთვის სჭირდებათ. რაც ფასი მაღალია - გემბლინგია. შეიძლება გარისკვაც, ოღონდ მწვრთნელის მკაცრი პასუხისმგებლობით", - წერს გერკუსი თავის ტელეგრამ-არხზე.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლოკომოტივი" კვარაცხელიას 15 მილიონად შეძენას აპირებს, რაც "რკინიგზული" კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ,
ანატოლი მეშერიაკოვმა უარყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული