"ალმერიამ" მაკარიძეს ორსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 30 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე (სიმაღლე 195 სმ) "ალმერიას" ფეხბურთელი გახდა, - ამის თაობაზე ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა გაავრცელა.

"ალმერიამ" ქართველ გოლკიპერს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

კლუბის საიტი გულშემატკივრებს აცნობებს, რომ გიორგი გამოცდილი და საიმედო მეკარეა, თავისუფალი აგენტის სტატუსით იყო და გუნდის კიდევ 8 ახალწვეულთან ერთად მორიგ სეზონს დიდი იმედებით ხვდებიან.

"ალმერიას" ხელმძღვანელობას ახალწვეულებით მომავალ სეზონში ლა ლიგაში გადასვლის იმედი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
გიორგიმ თავისი მაღალი დონის თამაშით უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ თავისი გუნდი უმაღლესში დარჩენილიყო(ნუ კრიზისის გამო მაინც გავარდნენ) მე მჯერა, რომ უფრო მეტს გააკეთებს ალმერიაში და პრიმერაშიც გადავა.
გიგა
13 სექტემბერი 2020 10:37
0
იმედია წელს ალმერია პრიმერაში გადმოვა.უნდა ვუგულშემატკივრო.
კვარა
13 სექტემბერი 2020 16:59
0
ბარსელონაში რომ გადავიდეს, ვაისი მაინც ლორიას ათამაშებს. ფეხბურთელი თუ რუსეთში ან ყაზახეთში და ან კიპრზე უნდა თამაშობდეს, რომ ნაკრებში დაუძახონ. ახლა თურქეთი და ევროპა, ამნაირი ჭ ლიგები არ გვაწყობს
ვას0
14 სექტემბერი 2020 16:45
0

სიახლეები პოპულარული