"რუბინმა" კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა - ხვიჩას ცხვირი გაუტეხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "რუბინმა" მოსკოვში 1:0 დაამარცხა "დინამო". გოლი ყაზანელმა დესპოტოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტით 31-ე წუთზე გაიტანა.

43-ე წუთზე ხვიჩას მეტოქე გუნდის ფეხბურთელი პარშივილიუკი შეეჯახა, სავარაუდოდ, ცხვირი გაუტეხა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ის ანალოგიური ტრავმის გამო გასულ სეზონში სახის დამცავი ნიღბით თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა დედაქალაქელთა ორი და ყაზანელთა ერთი ფეხბურთელი გააძევა.

"რუბინი" 11 ქულით მეოთხე ადგილზეა და 20 სექტემბერს "სპარტაკს" უმასპინძლებს. მოსკოვის "დინამო" კი ასევე 11 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 17 სექტემბერს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე
თბილისში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
პასუხად მას ვინც საყვედურობს ფეხბურთელებს რუსეთში თამაშისთვის, ეს არც დიდგორია და არც შინდისი, ეს სპორტია რომელიც აძლევს საშუალებას დიდი ფეხბურთი ითამაშონ, კიპროსსა და თურქეთს თავისი საბერძნეთით და პოლონეთით, არის საფეხბურთო ქვეყნები, რომელთა აგენტები აკვირდებიან ფიფას რეიტინგით 6 ადგილზე მყოფ რუსეთის ჩემპიონატს, მათი ლიგა ბევრად წინ დგას ჩვენსაზე, ხელფასები, ბონუსები, ჯანდაცვა და დიდი პერსპექტივა, 3,4 სეზონში ბიჭები ცხოვრებას იწყობენ, იმაღლებენ კლასს და სანაკრებო ციკლში აქ არიან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია შორს არიან ჩვენი ბოღმისა და შურისგან, არც ჭორები უშლით ხელს, აკეთებენ თავიანთ საყვარელ საქმეს თამაშობენ ფეხბურთს!
kaxi
14:08 14-09-2020
0
კაცურად ამიხსენი რა დავწერე სადისლაიქო? :) :) :) ვიღაცა მაგარი უნამუსო ზის და დისლაიქებს უწერს ვინც ქართულ ფეხბურთს აქებს
გიორგი
13:28 14-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული