ლოჩოშვილი "ვოლფსბერგერში" სადებიუტო მატჩის მე-16 წუთზე გააძევეს

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვოლფსბერგერი" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "ზალცბურგთან".

მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო ტრავმირებული გურამ გიორბელიძე, ლუკა ლოჩოშვილი კი მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ უკვე მე-16 წუთზე დაატოვებინეს მოედანი.

მან მეტოქე გუნდის ზამბიელი თავდამსხმელი პატსონ დაბა წააქცია, რაც მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმად მიიჩნია და პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა.

იმ მომენტისთვის ანგარიში არ იყო გახსნილი. "ზალცბურგი" "ვოლფსბერგერზე" ისედაც უკეთესი გუნდია და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მოწინააღმდეგის ძლევა არ გასჭირვებია.

ავსტრიული "კურიერი" ამ მომენტს ასე აფასებს: "ვოლფსბერგერის" ახალწვეულმა ლოჩოშვილმა
დაკასთან ბრძოლაში დაამტკიცა, რომ საქართველოდან განსაკუთრებით კარგი მოჭიდავეები ჩამოდიან, მაგრამ ფეხბურთში ასეთი ილეთი წესების დარღვევად ითვლება და რადგან აღნიშნულ ეპიზოდს აშკარად გოლი უნდა მოჰყოლოდა, მოედანი დაატოვებინეს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
გიორბელაძე კარგი ფეხბურთელია შანსს თუ მისცემენ ჩადგება ძირითადში. ლოჩოშვილი კი ნაღდად სკამის ფეხბურთელია. მართლა მაგრად დააბოლეს ავსტრიელები
ქართველი
00:17 16-09-2020
0
გიორბელიძე და განსაკუთრებით ლოჩოშვილი როცა აღმოჩნდნენ ამ ავსტრიულ გუნდში, მაშინვე გონებაში გამიჩნდა შეკითხვა: "ასე როგორ დააბოლეს ამ ავსტრიული გუნდის მენეჯერები?"
ქალის სიმართლე
00:07 15-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული