"გენტმა" ერთ თვეში მეორე მწვრთნელი გადააყენა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძეს ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზუსტად ერთი თვის წინ "კორტრიკთან" საშინაო მარცხის (1:2) შემდეგ დაითხოვეს სამუშაოდან "გენტის" მწვრთნელი იეს ტორუპი, რომლის ნაცვლად ლასლო ბოლონი დანიშნეს. რუმინელმა სპეციალისტმა 4 მატჩში უხელმძღვანელა გუნდს და უარყოფითი შედეგებისთვის მასაც კარისაკენ მიუთითეს.

"გენტი" ამჯერად ვიმ დე დეკერს ჩააბარეს, მისი ასისტენტი კი პიტერ ბალეტი (იხ. ფოტო) იქნება და ვნახოთ, როგორ გაუძღვებიან საქმეს.

ისე, ბოლონი ჩაკვეტაძის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, სასტარტოში აყენებდა და იმედია, გიორგისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება.

ბოლონისთან უთანხმოების გამო ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან
იარემჩუკმა, ახლა კი ის, სავარაუდოდ, გუნდში დარჩენას მოისურვებს. ვნახოთ.

15 სექტემბერს "გენტი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "რაპიდს" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
იარემჩუკმა იმიტომ მოითხოვა რომ მსურველები ყავს და ქვილითაიას არავინ ახევდა კალთებს. რომ არა ქეცბაია დანარჩენები ვინცააა ანართოსისში ისინიც უგუნდოდ იქნებოდნენ. ქეცბაიას ფასი არ ვიცით ჩვენ მგონი.
roma bejanidze
15 სექტემბერი 2020 12:28
1
მე ის გამიკვირდა ეს ფეხბურთის უცოდინარი რომ დანიშნეს სწორედ. ზუსტად წინა შ3ხვედრაზე ვფიქრობდი, ალბათ მოხსნიანთქო :) ყოჩაღ რომ მოიფიქრეს
გადასარევი გიორგი
14 სექტემბერი 2020 22:31
0
ბოლონი ფეხბურთის უცოდინარი არაა. რუმინეთის ნაკრებს წვრთნიდა 2000იანების დასაწყისში და ძლიერი გუნდი დააყენა. სხვათა შორის, მაშინ თბილისში 2:0 მიგვიგეს ძალიან პრინციპულ თამაშში, როცა ჩვენ გასვლის შანსი გვქონდა ჯგუფიდან.მერე ბოლონი ლისაბონის სპორტინგის მთავარი მწვრთნელიც იყო. ასე რომ, დიდი გამოცდილების და კარგი კარიერის მქონე სპეციალისტია. გენტში დრო რომ მიცემოდა მგონია დაალაგებდა სიტუაციას. თვითონ რუმინეთიდანაა, თუმცა ეროვნებით უნგრელია და რუმინეთში მაგის გამო დიდად არ სწყალობდნენ.
გენა
15 სექტემბერი 2020 09:28
0
"უთანხმოების გამო ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან
იარემჩუკმა" და ქვილითაიამ ვერ მოითხოვა?
ფანი
14 სექტემბერი 2020 22:05
0
ჩაკვეტაძის აგენტების ძმაკაცები ყოფილან. კონტრაქტის კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივებაზე იჩალიჩებენ.
დ.დ.
14 სექტემბერი 2020 21:47
3
იმედია ეხლა ვიღაცა ქართველთ მოძულეები არ მოვიდნენ :D
ლაშა
14 სექტემბერი 2020 21:06
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული