"გენტმა" ერთ თვეში მეორე მწვრთნელი გადააყენა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძეს ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზუსტად ერთი თვის წინ "კორტრიკთან" საშინაო მარცხის (1:2) შემდეგ დაითხოვეს სამუშაოდან "გენტის" მწვრთნელი იეს ტორუპი, რომლის ნაცვლად ლასლო ბოლონი დანიშნეს. რუმინელმა სპეციალისტმა 4 მატჩში უხელმძღვანელა გუნდს და უარყოფითი შედეგებისთვის მასაც კარისაკენ მიუთითეს.

"გენტი" ამჯერად ვიმ დე დეკერს ჩააბარეს, მისი ასისტენტი კი პიტერ ბალეტი (იხ. ფოტო) იქნება და ვნახოთ, როგორ გაუძღვებიან საქმეს.

ისე, ბოლონი ჩაკვეტაძის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, სასტარტოში აყენებდა და იმედია, გიორგისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება.

ბოლონისთან უთანხმოების გამო ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან
იარემჩუკმა, ახლა კი ის, სავარაუდოდ, გუნდში დარჩენას მოისურვებს. ვნახოთ.

15 სექტემბერს "გენტი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "რაპიდს" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედია ეხლა ვიღაცა ქართველთ მოძულეები არ მოვიდნენ :D
ლაშა
21:06 14-09-2020
3
"უთანხმოების გამო ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან
იარემჩუკმა" და ქვილითაიამ ვერ მოითხოვა?
ფანი
22:05 14-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული