"გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის "რაპიდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას lelo.ge ავრცელებს:
"გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმამ ყველა შეგვაშფოთა, თუმცა ბოლო ინფორმაცია იმედიანია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბელარუსთან მატჩისთვის მზად იქნება.
როგორც მისმა მენეჯერმა ლაშა ჯაკობიამ გვითხრა, გიორგი მოედანს მალე დაუბრუნდება: "მას აქვს ჰემატომა (სისხლჩაქცევა) შლატერის ქვემოთ. ასეთი შედეგი მოგვცა სურათის გადაღებამ. ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი მოედანს, სავარაუდოდ, 10 დღეში დაუბრუნდება".
როგორც მისმა მენეჯერმა ლაშა ჯაკობიამ გვითხრა, გიორგი მოედანს მალე დაუბრუნდება: "მას აქვს ჰემატომა (სისხლჩაქცევა) შლატერის ქვემოთ. ასეთი შედეგი მოგვცა სურათის გადაღებამ. ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი მოედანს, სავარაუდოდ, 10 დღეში დაუბრუნდება".
ცოტა სხვა თემას მინდა შევეხო... გვინდა ეს ჩვენ ამის აღიარება თუ-არა, ეს ფაქტია, რომ 90-იანი წლების სიდუხჭირემ ყველას, ყველა თაობას დაღი დაგვასვა და გამონაკლისი არც გიორგის თაობაა...
აბა შევხედოთ - რამდენი ტალატი დაგვეკარგა ამ წლების განმავლობაში ტრავმების გამო... ვინ მოთვლის - ყენია, მჭედლიძე, ჯანო... არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო...
იყო დრო, როცა ნაყინის გამყიდველი ქუჩაში ჩამოივლიდა, შვილებს ვემალებოდით, რომ მისი ყიდვის ფული არ გვქონდა... წყალწყალა სუპებზე გაზრდილი თაობა, უხორცოდ, რძის პროდუქტების გარეშე, სიტკბოს გარეშე, რომელიც მოზარდის გონებას ავითარებს, როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო ეს თაობა?
ხომ ფაქტია, რომ 90-იან წლებში პროფ.სპორტსმენებს ელემენტარულად თბილი შხაპის მიღებაც არ შეეძლო ხშირად და ამის გამო გაოფლილნი გაციებულან და წელის ტკივილები აუკიდიათ?
აი ასეთ გარემოში გაგვეზარდნენ ეს ოქროს ბიჭები და ეს ხშირი ტრავმიანობაც, იმ მრავალრიცხოვან უბედურებებთან ერთად რაც ყველა ჩვენთაგანს დაგვატყდა თავზე, ჩვენი, მამების თაობის ბრალია... გადავწვით, გადავბუგეთ დედაქალაქი, რეგიონები... დავცხეთ ერთმანეთს-ვხოცეთ, ვჟუჟეთ ერთმანეთი და სანამ არ მივხვდით, რომ ყველაფერი თავზე ჩამოგვემხო და ჩამოგვალპა, მანამდე აზრზე ვერ მოვედით.
სიტყვა სხვა კუთხით გამექცა... უბრალოდ გულისტკივილი მაწერინებს ამას და ძალიან არ მემეტებიან ეს ბიჭები კარიერის ნაადრევად დასასრულებლად - იმედია ღმერთი და იღბალი ახლა მაინც იქნება ჩვენი ბიჭების, ჩვენი შვილების მხარეს.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ვიცი, ამას ჯანოც წაიკითხვას - გული არ გაიტეხო ჯანო და ფარხმალი არ დაყარო - ჩვენ შენ გვჭირდები და იმედია ეს ტრავმაც ბოლო იქნება მალე კვალვ გაგვახარებ