რუსეთის ჩემპიონატის მერვე ტურში "რუბინი" სახლში 0:2 დამაცხდა "სპარტაკთან". ამ მატჩში მასპინძელთა ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიას ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია, რის შესახებაც მიმოხილვაში მოგახსენეთ.
შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ყაზანური გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ხვიჩაზე წესად ქცეული კრიტიკული კითხვა დაუსვეს, თითქოს "რუბინს" ყველაფერი აწყობილი ჰქონდეს და ჩვენებური უშლიდეს ხელს. სლუცკიმ კი კვლავ საკადრისი პასუხი გასცა - გადმოგცემთ სტენოგრამულად.
- კვარაცხელიას თამაში შეაფასეთ. ისე ჩანდა, ზედმეტად მიდიოდა მოტყუებაზე და ნაკლებად კონსტრუქციული იყო.
- "დღეს რამდენი საგოლე მომენტი ჰქონდა. გასაგებია, კონსტრუქტივი რომ ჰქონდეს, ყოველ
მატჩში 3 გოლს გაიტანდა.
ყველა საბოლოო შედეგიდან გამოდის. იმაზე საუბარი, რომ "რუბინს" მებრძოლი ხასიათი არ ჰყოფნის - ეს ნამეტანია... ჩვენ მთელი მატჩის მანძილზე ვდომინირებდით და ბოლო წამამდე ვქმნიდით მომენტებს. მაშ, კიდევ რაში გამოიხატება ბრძოლის უნარი? ჭოკით ხტომაში ბუბკას რეკორდი უნდა გაგვემეორებინა?
და კიდევ სელექციაზე. არა აქვს ამაზე კითხვის დასმას აზრი, როდესაც ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან კარგად თამაშობს.
"სპარტაკის" მეკარე მაკსიმენკომ კარიერაში ყველაზე მეტი რაოდენობის სეივები განახორციელა", - განუცხადა სლუცკიმ.
ცნობისათვის, "რუბინმა" მეტოქის კარისაკენ 24-ჯერ დაარტყა, კარში 8-ჯერ, "სპარტაკმა" კი კარში ერთხელ დაარტყა და 2 გოლი გაიტანა - მეორე ავტოგოლი იყო.
ცნობისათვის, "რუბინმა" მეტოქის კარისაკენ 24-ჯერ დაარტყა, კარში 8-ჯერ, "სპარტაკმა" კი კარში ერთხელ დაარტყა და 2 გოლი გაიტანა - მეორე ავტოგოლი იყო.
"სპარტაკის" კარისაკენ ჩემპიონატზე უკანასკნელ 11 წელიწადში 24-ჯერ არავის დაურტყამს. ასეა თუ ისე, "რუბინის" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
ან საგოლეს აკეთებს, ან პენალს იკიდებ ან თავისი აქტიურობიდსნ გამომდინსრე, ყვითლებს და წითლებს აკიდებინებს მეურვეებს... რავი არა?!