საქართველოს ნაკრები კარგ შედეგს მიაღწევს - განუცხადა ლევან შენგელიამ hurriyet-ს

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ბეშიქთაშთან" ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა, მისმა "ქონიასპორმა" 4:1 გაიმარჯვა და ქართველი ლეგიონერი შესანიშნავ განწყობაზეა. 4 ოქტომბერს ლევანის გუნდი სტუმრად "დენიზლისპორს" შეხვდება. მან თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოცემა "ჰურიეთთან" გააკეთა კომენტარი:

"მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ. კარგ გუნდს ვძლიეთ. ეს ჩვენთვის საკმარისად არ მიმაჩნია, მეტი შეგვიძლია. ვფიქრობ, მომავალ შეხვედრებს უკეთ ჩავატარებთ. დენიზლიში მატჩისათვის მოსამზადებლად 2 დღით ადრე გავემგზავრებით. თამაშამდე დავისვენებთ. ერთი კვირა კარგად ვივარჯიშეთ.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების მატჩებს ხალისიანად ჩავატარებთ და კარგ შედეგს მივაღწევთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
გენაცვალე შენგელ, წარმატებები
irakli
07:37 03-10-2020
1
ქგორლუაფუდა ჯიმა...
ბაჩი
13:11 03-10-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული