ქვილითაიამ და ოქრიაშვილმა "ანორთოსისს" გაამარჯვებინეს - ახლა მათ გოლებს ნაკრებში ველით! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა ნიქოზიას "ოლიმპიაკოსი".

ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კვლავ შეუცვლელად ათამაშა და ამ უკანასკნელმა 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 90+1-ე წუთზე ქვილითაია მეკარემ საჯარიმოში წააქცია და ოქრიაშვილმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეოთხე გოლია.

შეგახსენებთ, ქვილითაიამ "ბაზელს" სტუმრად ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებულ მატჩში პენალტი გაუტანა. ის ახლახან "ანორთოსისში" "გენტიდან" იჯარით გადავიდა და ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე ათამაშდა.

"ანორთოსისმა" 5 მატჩში 10 ქულა აიღო და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 ოქტომბერს გასვლაზე "სალამისს" დაუპირისპირდება.

რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებში შესანიშნავ ფორმაში მყოფები მოდინ და მათგან წარმატებულ თამაშსა და გოლებს ველით!

მკითხველის კომენტარები / 17 /
და რაიქნებოდა დაეთმო ქვილითაიაზე ამ პაკაზუხას, თხოვა დავარტყამო, მაგრამ ეს ხამიაკი მიახტა ბურთს... გეგონება ლიგის ფინალი ყოფილიყო.. ეჰ, ოქრი ოქრი შენი მარიაჟა შუბა დავხიე.
jiji
03 ოქტომბერი 2020 22:24
7
თავის სიმაღლის მიუხედავად ბურთთან რა კომფორტულად გრძნობს თავს და კარგი ტექნიკა აქვს. თემოც როგორი ამაყი იქნება რომ კარგი ფეხბურთელი მიიყვანა გუნდში. მგონი გახდებიან წელს ჩემპიონები. მთავარია ჯანმრთელად იყვნენ ოქრი და ქვილითაია. დიდი ძალაა ორივე კვიპროსის დონეზე
მაგარია გიორგი
03 ოქტომბერი 2020 22:21
2
კვიპროსის დონეზე კი....
გუსანი
04 ოქტომბერი 2020 14:50
0
ეხლა ვაისმა ისევ კაჭარავა რო დააყენოს ძირითადში :)
გიორგი
03 ოქტომბერი 2020 22:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული