ქვილითაიამ და ოქრიაშვილმა "ანორთოსისს" გაამარჯვებინეს - ახლა მათ გოლებს ნაკრებში ველით! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა ნიქოზიას "ოლიმპიაკოსი".

ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კვლავ შეუცვლელად ათამაშა და ამ უკანასკნელმა 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 90+1-ე წუთზე ქვილითაია მეკარემ საჯარიმოში წააქცია და ოქრიაშვილმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეოთხე გოლია.

შეგახსენებთ, ქვილითაიამ "ბაზელს" სტუმრად ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებულ მატჩში პენალტი გაუტანა. ის ახლახან "ანორთოსისში" "გენტიდან" იჯარით გადავიდა და ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე ათამაშდა.

"ანორთოსისმა" 5 მატჩში 10 ქულა აიღო და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 ოქტომბერს გასვლაზე "სალამისს" დაუპირისპირდება.

რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებში შესანიშნავ ფორმაში მყოფები მოდინ და მათგან წარმატებულ თამაშსა და გოლებს ველით!

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვიფიქრე მეჩვენება , ქვილითაია პენალის დარტყმას თხოვდა ოქრიაშვილს, / არ მომეწონა ოქრის საქციელი, მაგრამ მგონი წინასწარ აქვთ გადაწყვეტილი ვინ ურტყამს პენალს. რო დაეთმო და გაეფუჭებინა ქვილითაიას, ქეცბა ორივეს დახვრეტდა! დაუშვილასაც დაააყოლებდა ზემოდან, ნუ დაუშვილი არაფერ შუაშია მარა მაინც :D.../ ქვილითაია წონაში დაკლებული მომეჩვენა , თითქოს გაწურეს ისე იყო.../ თუ მოიკლავს თავს ვარჯიშით , მომავალი წინააა აქ!!! გულაობას და გართობას მერეც მოასწრებს!!!
Vasili
04 ოქტომბერი 2020 01:19
2
გეთანხმებით, უბანში ხომ არ თამაშობენ !!! ყველას თავისი ფუნქცია და პასუხსმგებლობა აქვს მინდორზე!!! გუნდში იციან, რომ პენალტისტი არის ოქრიაშვილი ეს მისი მოვალეობაა და მორჩა!!! 5::0 ,რომ ყოფილიყო კიდევ მესმის!!! 1:0- ზე ძალიან სწორად მოიქცა, დამარტყმევინე და ასეთები პროფესიონალებში არ მოსულა!!!
დათო
04 ოქტომბერი 2020 12:57
0
მე დავარტყავ რაა გთხოოვ ეგრე ეუნება
ziu
04 ოქტომბერი 2020 10:21
0
ეცადეთ ერთმანეთს გაუგოთ ნაკრებში ერთი ყველასათვის ყველა ერთისათვის.
ლაშა
04 ოქტომბერი 2020 09:03
2
ქვილითაიას თუ კაცის მოტყუება შეეძლო და ტექნიკა ქონდა აღარც მახსოვდა. ქეცბაიას ნამდვილად მადლობა ეკუთვნის, რომ აძლევს ქართველებს საშუალებას ითამაშონ. აშკარად რაღაც გადაეკეტა ნაკრების მწვრთნელობისას და ძირითადად მხოლოდ უარყოფითი მხრიდან დაგვანახა თავისი თავი.
ნიკ
03 ოქტომბერი 2020 23:35
8
და რაიქნებოდა დაეთმო ქვილითაიაზე ამ პაკაზუხას, თხოვა დავარტყამო, მაგრამ ეს ხამიაკი მიახტა ბურთს... გეგონება ლიგის ფინალი ყოფილიყო.. ეჰ, ოქრი ოქრი შენი მარიაჟა შუბა დავხიე.
jiji
03 ოქტომბერი 2020 22:24
7
ქვილითაიამ გთხოვ ოქრი დამარტყმევინეო და მაინც არ დაარტყმევინა ოქრიაშვილმა . ბოლო ბოლო მესი დაუთმოვდა ეგრე რომ ეთხოვა და ცუდათ მოიქცა ოქტიაშვილი
ტოტტი
03 ოქტომბერი 2020 22:46
4
რა გადაეკეტე თემოს ის რომ ფეხბურტელები არ ყავდა? თვითონ გასულიყო სათამაშოდ თუ რა ექნა.. ემოციურია იმიტომ რომ გულს დებს ყველაფერსში....
ნიკ-s
04 ოქტომბერი 2020 01:07
2
თავის სიმაღლის მიუხედავად ბურთთან რა კომფორტულად გრძნობს თავს და კარგი ტექნიკა აქვს. თემოც როგორი ამაყი იქნება რომ კარგი ფეხბურთელი მიიყვანა გუნდში. მგონი გახდებიან წელს ჩემპიონები. მთავარია ჯანმრთელად იყვნენ ოქრი და ქვილითაია. დიდი ძალაა ორივე კვიპროსის დონეზე
მაგარია გიორგი
03 ოქტომბერი 2020 22:21
2
კვიპროსის დონეზე კი....
გუსანი
04 ოქტომბერი 2020 14:50
0
უნდა დაივიწყოს გენტი საერთოდ. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უძლიერესი იყოს. ტრავმები და და უნდობლობა მწვრთნელებისგან. ყველას დაუმტკიცებს თავის სიძლიერეს. მეორე გოლიც მან შექმნა
Haaland
03 ოქტომბერი 2020 23:13
1
გოლის მერე ვეღარ დადის ტიპი,ისე დაიღალა ბარბაცებს
ძკივს ამოისუნთქა..
დააკვირდით..
გურჯი
03 ოქტომბერი 2020 23:17
5
ქვილითაიას სათამაშო დრო გაეზარდა, კარგია, როგორ წაადგება ვნახოთ, მიმოხილვიდან 2 მომენტი არ მომეწონა, ერთი- თამაშგარე კი დაფიქსირედა მაგრამ ცარიელ კარში 1,5 მეტრიდან ვერ შეაგდო, ნელა გააგორა და მცველმა გამოიტანა?! მეორე- პენალტზე აშკარად ფეხი დატოვა და მსახიობურად წაიქცა, როცა კარი ცარიელი რჩებოდა მეკარე წაქცეული იყო და ერთი მცველი ვერ ფარავდა კარს, დარტყმა შეეძლო და პენალტის დარტყმა მოინდომა, ოქრიმ კი ჩემი ჯერიაო, არ იყო ლამაზი მომენტი, რაც ცუდად მენიშნა, სამწუხაროდ არ მაქვს ქვილითაიაზე დიდი მოლოდინი, მაგრამ სხვებიც ეთამაშებიან ვარსკვლვებს, ეპიზოდის -გაელვების ფეხბურთელები გვყვავს და ....
გუსანი
04 ოქტომბერი 2020 14:46
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული