ხვიჩამ "ახმატს" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"რუბინი" პრემიერლიგის მეათე ტურში ყაზანში "ახმატს" დაუზავდა - 1:1.

ანგარიში 53-ე წუთზე კვარაცხელიამ გახსნა. მან მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა, საოცარი სისწრაფით მეორე მოწინააღმდეგეს გასცდა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გაიტანა.

სულ საყვედურობდნენ, გოლი ვერ გააქვსო და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე 10 მატჩში 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

68-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "რუბინის" ნახევარმცველი დარკო იევტიჩი, ხოლო
მე-80 წუთზე ყაზანელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი მელქაძემ გამოიყენა.

"რუბინი" 15 ქულით მერვე ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 64 /
შიგ კადიროვში
დათო
05 ოქტომბერი 2020 00:10
1

korben dallas-ს. ქართველთა ასეთი მოძულე სად გაიზარდე? ერთი შენი ნამდვილი გვარ-სახელი "გვაჩუქე"
ავთო
04 ოქტომბერი 2020 20:51
0
ულამაზესი გოლი იყო. ბრავო ძმაო.
მმრ
04 ოქტომბერი 2020 22:40
2
დიზლაიქს დამეჭირა
თოკო
04 ოქტომბერი 2020 23:33
1
მაგარი შეაგდო. იმდენს უხეშობდნენ ხვიჩაზე რომ ორი ყვითელი აკიდა. კიდევ კარგი არ დაამტვრიეს. ეს მელქაძეც კარგი შემტევია. პასიც კარგი აქვს და დაუღალავად აქტიურია
ხიმ არ იცით რა მოქალაქეობა აქვს?
rati 74
04 ოქტომბერი 2020 19:42
0
რუსეთის მოქალაქეა იქაა დაბდებული
რობი
04 ოქტომბერი 2020 20:56
0
Grusetis
Xvicha
04 ოქტომბერი 2020 20:46
6
რასაც ახლა ვარჯიშობ და შრომობ ყოველდღიურად უნდა გააორმაგო და გაასამმაგო შრომა და იდეალური ფეხბურთელი დადგები , შენი იმედი გვაქვს ყველას და არამარტო შენი ნაკრების თითოეული წევრის , ევროპის ჩემპიონატი გვწყურია აბა თქვენიცით ლაღად გადით და გვასიამოვნეთ სანახაობით !!
ქართველა
05 ოქტომბერი 2020 13:17
0
წინ ბელორუსიასთან თამაშია... გამარჯვებისათვის ყურადღებით და ფრთხილად!!!
tngh
05 ოქტომბერი 2020 09:06
2
ხვიჩმენა გოლმენა სუპერმენა... ჩაკვმენასაც რო ეთამაშა წყნარად კაი იყო, მარა ეგ არაფერი...
რა მაფიაა?
04 ოქტომბერი 2020 20:01
3
ზღაპრული არა ფანტასტიკური კიდევ... ერთი ჩვეულებრივი გოლი იყო, მასე ყოველდღე გააქვთ ევროპაში, ყოველ თამაშზე... აააუუუფფ!! გოიმებივით არ ავარდნენ სიმონ!!!
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
05 ოქტომბერი 2020 16:00
46
ბიჭო შენ კი არა ჩვენც ვიცით რომ გადის მასეთი გოლები ვადევნებთ თვალს აქ საუბარია ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე სულ უკან პასები და რავი ასე რომ დიახ ფანტასტიკურია კვარა
ავჭალიდან
05 ოქტომბერი 2020 17:17
1
ვაისს გადაეცით მარცხნივ დააყენოს და მეტი არაფერი ახსნაც არ უნდა რა უნდა გააკეთოს
ისევ მარჯვნივ თუ დააყენა მაგარი იქნება))

ოტელო
05 ოქტომბერი 2020 12:00
2
ვიდეოს ტელეფონში არ მიხსნის, როგორ მოვიქცე?
100%
04 ოქტომბერი 2020 20:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული