საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით, ჩვენი ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი გამოტოვა და "ოვიედოში" დაბრუნდა.
აბურჯანია დღეს ვარჯიშს შეუდგა და ახალ გუნდში დებიუტისთვის ემზადება. "ოვიედო" 5 ტურის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში 6 ქულით მე-14 ადგილზეა და 18 ოქტომბერს გასვლაზე "ჟირონას" დაუპირისპირდება.
გიორგი "ოვიედოში" "ტვენტედან" ახლახან გადავიდა.