ჩაკვეტაძე "სერკლ ბრიუგესთან" არ ითამაშებს - ცნობილი გახდა მისი დაბრუნების თარიღი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ ტრავმამოურჩენელი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტმა" "ბეერსხოტთან" ათამაშა. ის ეროვნულ გუნდში კი გამოცხადდა, მაგრამ ვარჯიშებშიც არ მიუღია მონაწილეობა და ბელგიაში დაბრუნდა.

17 ოქტომბერს "გენტი" ჩემპიონატის მე-9 ტურში გასვლაზე "სერკლ ბრიუგეს" დაუპირისპირდება და კლუბმა ჩაკვეტაძე განაცხადში არ შეიყვანა. სავარაუდოდ, ის ერთ კვირაში დაიწყებს ვარჯიშს და იმედია, 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისათვის მზად იქნება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გელოდებით გიოო!!! მალე გამოჯანმრთელება. ძალიან გვჭირდები ნოემბერში
Lasha_r9
23:10 16-10-2020
1
იმისთვის რომ ტრავმა ბოლომდე მორჩეს, უნდა შეწყდეს ამაზე ამდენი საუბარი,ტრავმა სპოტსმენების თანმდევი რამ არის და მისგან არავინაა დაზღვეული. დააკვირდით ნეიმარს,მბაპეს,აზარს ან კიდევ ბევრ სხვას, რამდენი ტრავმა გადაიტანეს თითოეულმა მათგანმა.ერთი კია, კუნთებს ჭირდება გამაგრება, როგორც ამას აკეთებს დიდი სპორტსმენი რონალდო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სისწრაფის დაკარგვის ხარჯზე და ნუ გვისკდება მუდმივად გული და ნუ ვუხეთქავთ სხვებსაც, ბოლო კეთილია, მთავრია ეს გვწამდეს.აუცილებლად მოვა ჩვენს ქუჩაზე გაზაფხული!მით უმეტეს ამის ყველა ნიშნებია!
gia jashi
22:00 16-10-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული