ჩაკვეტაძე "სერკლ ბრიუგესთან" არ ითამაშებს - ცნობილი გახდა მისი დაბრუნების თარიღი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ ტრავმამოურჩენელი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტმა" "ბეერსხოტთან" ათამაშა. ის ეროვნულ გუნდში კი გამოცხადდა, მაგრამ ვარჯიშებშიც არ მიუღია მონაწილეობა და ბელგიაში დაბრუნდა.

17 ოქტომბერს "გენტი" ჩემპიონატის მე-9 ტურში გასვლაზე "სერკლ ბრიუგეს" დაუპირისპირდება და კლუბმა ჩაკვეტაძე განაცხადში არ შეიყვანა. სავარაუდოდ, ის ერთ კვირაში დაიწყებს ვარჯიშს და იმედია, 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისათვის მზად იქნება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
პირადა ჩემთვის მთავარია, მაკედონიასთან თამაშისთვის იყოს მზად. თუნდაც 1 ტაიმი, რომ ითამაშოს, მაინც კარგია ჩვენთვის. მძიმე მატჩი გველის. მაქსიმალური ყურადღებით, სიფრთხილით, მობილიზაციით და მონდომებით, იმედია სასურველი შედეგი დადგება...
tngh
15:55 17-10-2020
0
არ არის ფორმაში ერთ თვეში ვერ ჩადგება იმ ფორმაში რა ფორმაშჳც ჩვენ გვახსოვს თუნდაც ახალგაზრდული ნაკრების თამაშებიდან და იგივე ერთალიგის ჯგუფიდან შეუძლებელია იმ კონდიციებს მიაჰწიოს ერთ თვეში მინიმუმ 3 თვე რეგულარული თამაში და ვარჯიში მაინცაა საჭირო რომ ჩაკვეს ნაირმა ტრავმებისკენ მიდრეკილმა ფეხბურთელმა 100% აღიდგინოს ფორმა ყველა მესი და რონალდო არაა რომ 2 კვირაში მზად იყოს სათამაშოდ ის სხვა განზომილებაა.
ჩემი აზრით ამ ფინალზე ჩაკვეს მე ძირითად შემადგენლობაში ვერ ვხედავ თუ საწაული მოხდება და ამ არასრულ ერთ თვეში აღიდგენს ფორმას და ძველებურად იფრენს ამ შემთხვევაში რათქმაუნდა უნდა დადგეს მაგრამ ისტორულ მატჩზე მხოლოდ მათ უნდა ითამაშონ ძირთადში ვინც 100% იქნება მზად აი ამ თამაშზე გვჭირდებოდა ანანიძე მისი პასები მოედნის ხედვაა ძალიან დაეხმარებოდა ნაკრებს მაგრამ სადღაა ჯანოოო სამწუხაროდ.
ზურა
11:52 17-10-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული