საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ ტრავმამოურჩენელი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტმა" "ბეერსხოტთან" ათამაშა. ის ეროვნულ გუნდში კი გამოცხადდა, მაგრამ ვარჯიშებშიც არ მიუღია მონაწილეობა და ბელგიაში დაბრუნდა.
17 ოქტომბერს "გენტი" ჩემპიონატის მე-9 ტურში გასვლაზე "სერკლ ბრიუგეს" დაუპირისპირდება და კლუბმა ჩაკვეტაძე განაცხადში არ შეიყვანა. სავარაუდოდ, ის ერთ კვირაში დაიწყებს ვარჯიშს და იმედია, 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისათვის მზად იქნება.