გადაწყდა - ოქრიაშვილი შაბათს "სალამინასთან" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა დღეს "ანორთოსისთან" ერთად ივარჯიშა. მედშემოწმებამ დაადასტურა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არაა და 17 ოქტომბერს, კვიპროსის ჩემპიონატზე "სალამინასთან" ითამაშებს, - იტყობინება goal.philenews-ი.

გამოცემის მტკიცებით, მატჩში მონაწილეობის მისაღებად აგრეთვე მზად არიან გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია.

"ანორთოსისი" 5 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ "აპოლონს" 3 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ავტორი :) ოქრიაშვილი განაცხადშიც კი არ არის :):):)
პროფესორ
19:44 17-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული