რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში "როტორმა" მოსკოვში "ლოკომოტივი" 2:1 დაამარცხა. ეს მიმდინარე ტურნირზე ვოლგოგრადული გუნდის პირველი გამარჯვებაა.
მე-19 წუთზე პენალტი "როტორის" შემტევმა ფლამარიონმა მოიპოვა, თავად დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას დაასწრო და ვარდნაში თავურით გაიტანა. 28-ე წუთზე რიბჩინსკიმ ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე კი პონსემ გამარჯვების გოლი ფლამარიონის პასით გაიტანა.
"ლოკოს" შეეძლო ქულის გადარჩენა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელებთან ბრძოლაში საბა კვირკველიას ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ანტონ მირანჩუკმა ვერ გამოიყენა. შეხვედრის დასასრულს ზურიკო დავითაშვილის პასით კოჟემიაკინმა დალაშქრა დედაქალაქელთა კარი, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ არბიტრმა გააუქმა. აღსანიშნავია, რომ ზურიკოს მეტოქესთან ბრძოლისას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა თამაში მაინც გააგრძელა. ბექა მიქელთაძე 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"როტორი" 6 ქულით მე-14 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.